ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: საბავშვო
20 მარტი, 2016


სოფელში გლეხი შეწუხდა

სოფელში გლეხი შეწუხდა,
ჩარაზა ყველა კარ(ებ)ი,
- ცბიერო მელავ, ჩემს ეზოს
შენ ვეღარ გაეკარები!

მელამ თქვა: "ცრუ და ცბიერი
არა ვარ! მომიგონესო,
მგელს ჩემი ჭკუა შეშურდა,
იმიტომ მიყრის ჭორებსო!"

მგელს უკვირს; - ისევ გადმომწვდი?
მე მეძახიან სანიტარს!
ტყეს ჩემებურად ვმკურნალობ,
სხვანაირს მე ვინ ამიტანს?!

ჰო, შიმშილით არ მოვკვდები,
ცხვარსაც ვჭამ, მაგრამ იცი რა?!
შენ უფრო ხშირად იპარავ
სოფლის ქათამს და წიწილას!

ვინ გაარჩიოს, მათ შორის,
ვინ არის მტყუან-მართალი?
სოფელში გლეხი შეწუხდა,
არ შეარჩინეს ქათამი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები