ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
24 მარტი, 2016


ი ხ ვ ი

გაზაფხულდა  და  ეზოში
მამამ  ჩადგა  აუზი,
მარმარილოთ  გამოაწყო
ატყდა  აურზაური.

ბებოც  გარეთ  გამოვიდა,
თქვითო,  რად გაქვთ,  ხმაური,
ოქროს  თევზებს  ავუშენე
მამამ  უთხრა,  აუზი.
   
იცით?  ასეთ  საოცრებებს,
კაცი ბევრი,  ვერა  ქმნის.
ვერც ცხოვრებას  ილამაზებს,
ისე  როგორც,  თავად  სთვლის.

მე  კი,  ხედავთ? ,  მოვახერხე
და  ფიქრს  ხორცი  შევასხი,
უკეთესი  აზრი თუ  გაქვს, 
შვილო,  გისმენ,  შენა  თქვი.

ბიჭმა  უთხრა,  არ  მიწყინო,     
მე  შენს  აზრებს  არ  განვსჯი,   
მაგრამ, გეტყვი,  რომ  აუზში
ჩასმით,  თევზებს  მწარედ  სჯი.

ამ  აუზში,  ლამაზ  იხვთა
ჩასმა  ცუდი  არ  იყო.
ჩვენი  აზრიც,  მხოლოდ  ორად, 
სწორედ, ამად    გაიყო.

ფიქრიანად,  მამამ  თვალი, 
ბიჭს  ფარულად  მიაპყრო,
გადაწყვიტა  დავუჯერებ,
ჩემი  აზრი  იაფობს.

მანამ,  ჩემი  სიყვარული,
მის  თვალებში  კიაფობს.
მისი  ნდობა  არ  დავკარგო,
გულისწადილს მიამბობს

და  დადგინდა,  რომ  აუზი,
მხოლოდ  იხვით  აევსოთ,
მეგობრებად  დასარჩენად
წვლილიც,  წყვილად  გაეღოთ.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები