ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2016


...

ჩვენი უსახლო სიყვარული
ბინადრობს ჩვენში,
რა ქნას, არ იცის, სად წავიდეს,
რომელ გზას გაჰყვეს.
თავზე დაატყდა ქარიშხალი, წვიმა და თქეში,
მაინც ღვივის და ოცნებების ხემს ჩუმად ახებს
სულის სიმებს და ენატრება სიმშვიდის გრილი
ხელები, როგორც დედის ხელი სიცხის დროს, შუბლზე,
ჩვენი საწყალი სიყვარული სუსტია, ჩვილი
ბავშვივით და თან მნახველების
ისრებსაც უძლებს.
ჩვენი მამაცი სიყვარული - ეს არის განძი,
ჯილდო, რომელსაც აღელვებულ სულებში ვმარხავთ,
არ მიყვარს დილა, მაგრამ ველი საღამოს იმ წუთს,
როცა მყუდროდ და ჩემებურად დაღლილი გნახავ
გრძელი დღის ბოლოს, ჩუმად გავცვლით ორიოდ სიტყვას,
რომელშიც მოჩანს წარუშლელი იმედი ახლის.
ჩვენი დაღლილი სიყვარული ორმაგად მიყვარს,
როცა ვფიქრობ, რომ არასოდეს ჰქონია სახლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები