ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2016


დამიჯერებდი?

გიცნობ არც ისე დიდი ხანია,
არც კი გასულა ჯერ ერთი მარტი.
გულს კი, ამ ცელქს და ენატანიას,
სურს მათქმევინოს, რომ შემიყვარდი.

ახლაც მისმენს და უმატებს ფეთქვას -
მართალი ვარო, თითქოს ამტკიცებს.
...
შემიყვარდი-თქო, უცებ რომ მეთქვა,
დამიჯერებდი, დედას გაფიცებ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები