ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2016


სველი ლექსებიდან

ტირის დღე ტირის, ჩუმად და უხმოდ
და ღაპა-ღუპით მოსდის ცრემლები,
ქუჩაში როგორ ასველებს უცნობს
ვხედავ და ისევ შენ მახსენდები.

რა საიდუმლოს ატარებს წვიმა?
წვეთობით მოაქვს უზომო სევდა,
ცრემლით დაგუბდა მტირალა მიწა,
ჩემსავით ისიც სველ ლექსებს  წერდა.

და როგორც ჩემი ლექსების ბედი,
გუბეში  წვიმის ბედიც წყდებოდა...-
არ  აბიჯებდნენ , უვლიდნენ გვერდით,
ოღონდ  ფეხი არ დასველებოდათ.

ისევ ისე წვიმს, ჩუმად და უხმოდ,
დღეს ღაპა-ღუპით მოსდის ცრემლები,
ფანჯრიდან ვხედავ, ასველებს უცნობს
წვიმა და ისევ  შენ მახსენდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს