ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2016


ტრიალებს,ბრუნავს... (გთხოვთ შემიფასოთ)



ტრიალებს ბრუნავს,ტრიალებს ბრუნავს და არ ჩერდება
ის მუდამ ბრუნავს, ,,ჰაერში“  ცურავს და მეორედება.

ისევ ტრიალებს,კვლავაც ტრიალებს არ დაიღლება
და ახრიალებს,ოხერტიალებს ვინც წამში ქრება..

ვერას დააკლებ,ვერას დავაკლებ ჩია ჭარმაგებს,
იბრძოლებ ისევ,ეცემი მყისვე,მარცხდები აგებ..

ვცდილობ და ვერა,კვლავ მტოვებს ყველა თავს ვერ ვერევი,
არა რა წყენა?! რასაც ვგრძნობ ვწერავ, ფიქრის შერევით..

დაჯკნება ვარდი და მაყვლის ბარდი დადნება თოვლი,
სიბრძნე სიგიჟის სტუმარია, უცბად შემოვლით.

გაიხრწნა ერი,ლოთობით,სიძვით, იწყეს ღვთის გმობა
თუ არ მადარდებს,სხვა ამას რაცხზავს ტოლერანტობათ.

თავს ვკარგავ,ვქრები, აღარ მაქვს ფრთები, ვირევი ბრბბოში
ღმერთო!!! მანახე ეს სამყარო ამ სამყაროში.

კვლავ ველი მაისს,ვცდილობ და მაინც,მე ისევ მტკივა
ვიწვები,ვდნები,ოფლად ვიცლები სულს მუდამ სცივა.

სულ ერთი მაინც,სულ ერთხელ მაინც მანახე შვება
ღმერთო მაღალო,მიშველე რამე თავი ვერ ძღება.

ტვინს ვატან ვერა, კვლავ მინდა წერა, კვლავ მიმტრობს გრძნობა
წაიღეთ ჩემგან, ჩაკალით ჩემში უმადურობა.

ვცდილობ ვიცოცხლო,ვცდილობ ვისუნთქო, ფილტვებს ვერ ვივსებ,
ტრიალებს ბრუნავს,ცოდვებში ცურავს, ისევ და ისევ...

23.03.2016 კადეტთა სამხედრო ლიცეუმი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები