ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2009


იანვრის თოვლი


იანვრის თოვლი ბევრად უფრო თბილია, მგონი,
წელში მოხრილი, აბაშელი ბებიასავით, -
”თქვან გოლუაფიროს” რომ იტყოდა ჩვენი მისვლისას,
და ჩვენს წასვლამდე ივიწყებდა სევდას და ხელჯოხს.

კარგა ხანია ტრიფოლიატს ეკლებში ამტვრევს.

შენს თავს ვფიცავარ,
კიდევ ზამთრის მულატ ღამეებს, -

იანვრის თოვლიც მირაჟია...

საკვამურები...

ცვალებადი მიმართულების... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები