ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2016


შ ე ნ რ ო გ ო რ..........


                  შ ე ნ  რ ო გ ო რ.....

ქარი  ამოიჭრა  უკვე  მერამდენედ,
ფრთხილად  გამიფანტა  ცელქმა  ოცნებები.
შარშან  მზიან დარებს  შენზე    ვუყვებოდი,
ახლაც  ცოტაოდენს  ხათრით  შევეცდები.

დარი  მენატრება ისევ ძველებური,
სითბოს  მომლოდინეს  ჩემი  მაისების.
მინდვრის  ყვავილებში ვპოვე  სისადავე,
როცა  იდუმალი  სევდა    ვისადაგე.

ქარი  აქანავებს  ტოტებს  დიდი ძეწნის,
ტბაში  იცქირება  ლანდის მობანავე,
თევზებს  ზარ-ზეიმი  მისთვის  აუტეხავთ,
მათაც  აჰყოლია  თურმე  მოქარავნე.

ჩვენთვის ვერაფერი  ტკივილს  ვეღარ  შეცვლის.
გული  ღრუბელივით  დღესაც  სივრცეს  ერთვის
წამი  ტკივილების  დგება  ქართან  შერწყმის
სული  გადაღლილი, 
სული  გადაღლილი,
იცი  ძლიერ  მეწვის,
იცი  ძლიერ  მეწვის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები