ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
5 აპრილი, 2016


ა რ შ ე უ ც ვ ლ ე ლ ი

მინდა  რომ  ვიყო პატარა,  უდარდელი  და  უზრუნველი,  საოცნებო  და  ნანატრი  შვილი  მშობლებისა.
მაგრამ,  არა  ვაჟის  მოლოდინიმედგამცრუებელი,  ნასაყვედურალი  მუქზღვისფერთვალება  ქერა  გოგონა,  როგორც  ეს სინამდვილეში  იყო.
მინდა  რომ დავრბოდე  ახალფეხადგმული ჩემი  სოფლის  ჭალებსა  და  ველ-მინდორზე,  ახლადამობიბინებულ  ბალახზე,  თან ფეხს  ვარიდებდე,  რომ  არ  დაიჭყლიტოს.
მინდა  დედა  მეფერებოდეს  ისევ  პატარას,  უსუსურს, მისი  ხელების  სითბოს,  სიძლიერეს  და სიყვარულს  ვეალერსებოდე,  მასზე  დიდი  იმედებით  მიყრდნობილი.
მინდა  დედა  იყოს  ისევ  ისე  ახალგაზრდა,  მშვენიერი,  მომხიბლველი, ძალზე  ლამაზი,  როგორც  მაშინ,  მე  რომ ხელში  მიყვანდა  და  მიხუტებდა.
მინდა  დაბრუნდეს  ის  დრო  მამა,  ცოცხალი  რომ  მყავდა,  ოღონდ  არავინ იფიქროს,  რომ  მე  უკვე  დიდი ვარ  და  რაღა  დროს  მამაა..
მინდა  მამას  ისევ  ისე  ვუფრთხილდებოდე,  უკან  მივდევდე,  უსუსური  დამცველივით,  როგორც  მაშინ,  რომ  ვუთვალთვალებდი  თვალს  რომ  მოეფარებოდა,  ვინმემ  რამე  არ  დაუშავოსო და მასთან,  რომ  მივრბოდი.
მინდა  ბუჩქებს  გარშემო  დავრბოდეთ  კიჟინით  და  ვკეკემალულაობდეთ, როგორც  ამას  მაშინ  ვეძახდით  ბავშვები, 
მინდა  ყვავილებს  ვეფერებოდე  პაწია  თათუნებით  და  სხვებსაც  ვეუბნებოდე,  რომ  ზედ  არ  შემდგარიყვნენ  და  გაფრთხილებიყვნენ,  ისე  როგორც  მე  ვუფრთხილდებოდი  მათ  მაშინ,
მინდა  მზე ისევ  ისე  ლამაზად  ამოდიოდეს  აღმოსავლეთიდან  ჩვენი  კაკლების  ტოტებიდან,,  როგორც  მაშინ.
მინდა ისევ  მერცხლების  ჭიკ-ჭიკი  და  ტოროლების  გალობა  მაღვიძებდეს  დილა-ჟიჟრიბანდზე.
ძალიან  მინდა  დედა  დიდხანს  მყავდეს  ჯანმრთელი  და  გახარებული  და
ჩემი  ნინი,  ნიკოლოზი  და ქრისტი  ბედნიერები  იყვნენ  მუდამ    100  წელზე  მეტ ხანს  ამქვეყნად .
მინდა  მზე  მუდამ ამოდიოდეს  ამ  ცაზე,  ათბობდებ  ყველგან  და  სიცოცხლეს  ამუდმივებდეს  დედამიწის  ზურგზე.
წყალი  უხვად  დიოდეს  დედამიწაზე,  პური  პურობდეს ,  ჰაერი  სუფთა  იყოს  და  ადამიანებს  ერთმანეთი უყვარდეს,  ზრუნავდნენ  ერთმანეთზე.
არ  იყოს  შური  და  მტრობა,  სიკეთეს  სწავლობდნენ  დაბადებიდან  დედაენასავით  ადამიანები.ფრინველები  და  ცხოველები  მცირედ    იკვებებოდნენ  ხილით,  ბალახით,  ფოთლებით, პურით., 
მინდა  რომ  ყვაოდეს ქვეყანა... სულ  გაზაფხული  იყოს
უნდა  გაწვიმდეს?
მზიანი  დღე  რომ  დადგეს?
გრიგალი  უნდა  ამოვარდეს.
მშვიდობიანი  დღე რომ  დავაფასოთ?, ა რ ა  და  ა რ ა!  დ ი ა ხ.
მინდა  რომ,  დრო  არ  გვატყობდეს  თავის  კვალს  სახეზე,  ხელებზე,  გარეგნობას  არ  გვტაცებდეს  ფარულად,  არ  გვებრძოდეს,  არ  გვჯობნიდეს,  და  არ  გამოითვლებოდეს  წლებით,  დღეებით,  საათებით,  წამებით  და  წუთებით.
ძალიან  მინდა  მქონდეს  უსასრულო  ბაღი  ყვავილებისა: ორქიდეათა  ყველა  სახეობით,  ვარდებით,  იასამნებითა  და  ულამაზესი  ყვავილებით  სავსე  და  არ  იყოს  სიცივე  და  არაფერი ისეთი რაც  მათ  სიცოცხლესა  და  ყვავილობაში  შეუშლის  ხელს.  ანდა  შეუქმნის  საფრთხეს.
მინდა,  ჩემი  მზეზე  ყოფნის  ბოლოს  ჩემი  უსიცოცხლო  სხეული აღარ  ჩანდეს  უამრავ  ყვავილში  და  იყოს  მუსიკა,  სიჩუმე  და  ხეთა  ფოთლები  შრიალით  მემშვიდობებოდნენ...
არ  მიყვარს  ცრემლები  და  გოდება,  იყოს  მხოლოდ  დუმილი  და ღიმილი.
მინდა  ამ  დროსაც  ყველაფერი  იყოს  ასე ლამაზი,  როგორც  მას  აღვიქვამ  და  ვამბობ ამწუთას....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები