ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: იუმორისტული
1 აპრილი, 2016


ბედი შენი, რომ მიყვარხარ...

მომიქსიე ეს ქარები,
მომკლეს, სისხლი გამიშრეს.
მე, ალერსი მეჩქარება,
შენ კი ახლოს არ მიშვებ.

შემატოვე პირქუშ ღამეს,
არ მანახებ ალიონს.
თქვი, თუ ცოდვა მადევს რამე,
იქნებ მოვინანიო?

ანდა როგორ შეგიძლია
ასე მშვიდად უყურო
ჩემს სევდიან თვალებს წყლიანს,
შე უსულ და უგულო?!

ბედი შენი, რომ მიყვარხარ,
(თფუ, თფუ, თვალი არ გეცეს!)
თორემ, ისე, ღირსი არ ხარ,
სხვა ქალთან რომ გაგექცე?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები