ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2016


პალეოლითი)

                                მირბის მიმაფრენს უგზოუკვლოდ ჩემი მერანი...

წყევლისფერ თირზე იცეკვებს ჩოხა
ხევზე გიზგიზებს ჯანღი ნაბდების
იახსარივით გველდევეთს ვჩეხავ
და სურამივით სისხლში ვმაგრდები...
.....................................
ეს იყო წინად...

მოვიოლარე. აღარ ვწერ. ვდუმვარ.
აღარც მთრთოლვარე გუშინდელ ბალღის
არ ვარ მოვალე, თავს თავის სტუმარს
თვალს მოვავლებ და არ ვიცი რა მღლის.
ჩემს ფუნჯს ფრესკებზე არ უცოცია
ფერგაცრეცილზე ჩუმად იმღერა
მე შენს ტაძარში არ მილოცია
რწმენა მომეცი ჩემო, იმხელა...
არა რად ვიტყვი ყალბსა და ყაბულს
რად მინდა კარგო ყალთა და ბანდა
ჭირიმე შენს რაშს ძმაო არაბულს
რა დავაბრალო ნალსა და ნალბანდს.
.....................................................
გავჭრიდი ხოლმე დაჭირხლულ ჭოროხს
თავს ვაფიცებდი დაწყევლილ ტაიჭს
და ღმერთგაცლილი სამყაროს ბოლოს
მივაჭენებდი მაინც და მაინც...

ეს იყო წინად.

მოგიკითხეთ)






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს