ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
8 იანვარი, 2009


თავისუფალი ფორმით

        ამ სათაურით თითქოს წერტილი დავუსვი იმას, რასაც თვით ეს სათაური მავალებს.
  ფორმის თავისუფლება ჩემთვის თითქმის უსაშველობის უფორმობაა და ჩარჩოში ჩამჯდარი მოსარკული  უნიათობა მაჯაჭვებს სათაურს...
  მეყოფა ძილი!... მაინც არ მტოვებს ეს წერის ჟინი... და თეთრი ფურცლის უსურვილო დამყოლი ფრენა...
  ხაზთა სისწორე მკლაკნავს უჯეროდ... მაშინებს, რომ მეც არ გავსწორდე და არ გავხდე ისეთი სწორი და მიუმხრობი, როგორც საფლავში      გასწორებული მკვდარი, უსიზმრო...
      ჰო... მეყოფა ეს სწორ-სწორები... მოვეშვათ სწორებს... და ვწეროთ უსწორო ასოებით მოსწორო ხაზებზე...
და ვაშენოთ ციხე... არა ერთი და ორი, არამედ ბევრი, რომ ციხე-შემორტყმულებს აღარ გაგვექცეს თვალი, უხმარი... უმადური და ხარბი, ბრჭყვიალ-ბრჭყვიალებზე...
    შევკვეცოთ ფორმა... გავხერხოთ სიტყვა... და დავსვათ წერტილი.
    წერტილი?...
    და... მაინც სადღაც დამრჩენია ეს ,,ლურჯი  ფორმა''...
  ,,ვფორმდები’’ უფორმოდ...
    და ვტკბები ,,ნაფორმები'' თავისუფლებით...
    მრავალწერტილი...

             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები