ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2016


არ

შენ არ ხარ. ქარია, ხეებია.
კადრს უკან ხევია ნაავდრალი,
სიჩუმეს სიგიჟე შეერია
და უამინდობას დავაბრალე.

წარსული ახლა ის დღეებია,
რომლებსაც ფერები დაეკარგათ
და მაინც, აწმყოს ვერ ელევიან...
შენ არ ხარ. მეც არ ვარ, არ ვარ კარგად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები