ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2016


* * *

წვიმს,ამ ქუჩაზე რა ხანია არ უწვიმია,
წვიმს უსაშველოდ,გამეტებით,დაუსრულებლად,
მეც რა ხანია გულიანად არ მიტირია,
ახლა ამ წვიმამ განმიახლა ძველი წყლულები,
ჩემს მოგონებეს ნესტისა და მძორის სუნი აქვს,
შენთან სიშორემ ბოლო ძვალიც გადამიმსხვრია,
ამ ქუჩასავით მეც ავყევი ღამის ფორიაქს,
დავჩაჩანაკდი,რახანია აღარ მისვრია,
სიტყვები,ლექსი წვიმასავით გაიშვიათდა,
ტკივილსაც ისე ვეგუები როგორც ამინდებს,
მე ახლა ისე შემიყვარდა ღამის  წყვდიადი,
რომ სულ არ მახსოვს,ვინ გამწირა ვინ არ დამინდო.
წვიმს,ეს სიშორე და ეს წვიმა მაუცნაურებს,
რაც  მიხაროდა ახლა მტკივა მერე პირიქით,
ძახილად მესმის,სახურავზე წვიმის ხმაური,
და მეც მოვდივარ,აქ სრულდება ღამის ლირიკაც.
მიყვარხარ




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები