ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2016


* გამიფანტე ე ჭ ვ ი*

შემაცია,
უშენობა  რომ  ვიგრძენი,  შემაცია.
იეჭვე  და 
მკითხე  რაღაც  ამას  წინათ,
თქვი, 
უშენოდ,  გავახარე  გულის  ჭია,
შენზე მეტად  შევიყვარე  აპრილი  და
ტყემლის  სურნელს  სიყვარულიც  წაუშლია.
გაზაფხული  ჩამენაცვლა  თურმე  შენში,
საშურველი,  თბილი  გული  გაუღია. 
ფრთებშესხმულმა,
მითხარ,  რად  არ  გამიხსენე,
ეს  გული  ხომ,  შენი  თბილი  საუნჯეა.
შენთან  მოსვლით
დარდი  ბევრჯერ  გადამყრია,
გაფრენილა ტკივილი  და  რია-რია,
შენ კი  ახლა, 
სხვა  სახელი დაგირქვია
ჩვენი  გრძნობის
თითქოს  ბოლო,  სამარხია
გაზაფხული
ან  ტყემლების  ყვავილობა
და  ტკივილიც  სიხარულში  გაგიცვლია,
თუ  გინდა,  რომ  ისევ  შენი დავიჯერო,
მითხარ  ახლა,
რომ გაზაფხულს  გირჩევნივარ,
დაბრუნებაც  მხოლოდ  ჩემი  გირჩევნია,
უფრო  მეტიც,
დამიფიცე,
გრძნობა ჩვენი, რომ  მყარია,
წყალდიდობას,
რომ  ის,  არსად  წაუღია.
გამიგია, 
შენფერ  ქალზე გამიგია,
სიყვრული,
მხოლოდ,  ერთხელ  შეუძლია,
გული  ჩუმად,
შელახული  გაზაფხულით,
მცირე  ეჭვით  ფიანდაზად  დამიგია.

 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები