ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2016


სხმ(არტ)რთულები

***
ხალხისგან გაპარსულ ქუჩებს,
ტროტუარები
წვიმამ დაუზილა.


***
მუხლებიდან წამოსული სისხლი
ჩაქცევებს უტოვებდა
ტაძრიდან მომავალ საფეხურებს.

***
შუბლზე ტუჩებით გაკეთებული
მეტანია.-დედას თერმომეტრი.

***
ჭიანჭველების არმიას,ჟრუანტელივთ გადაუქროლა ქარმა.
პატარა
თვითმფრინავები მწკრივად მიაპობდნენ ჰაერის ნაკადებს.

***
შორსმჭვრეტელი წერო,არასდროს არ მიფრინავდა
შორს.
ვუნდერკინგი ბიჭი არასოდეს კითხულობდა -სად?

***
მამამკვდარი ბიჭის
მუჭაში შეკრულ მილიონობით ქვიშად ნაქცევ,მიწის ნამცეცს,
კიდევ უფრო მოლეკულურ დონეზე დაყვანას უქადდა,
წვერებიანი კაცის არაფრის მთქმელი სიტყვები,
მიცვალებულზე ან კარგს იტყვიან,ან არაფერსო.

***
მე ვიყავი ბრმა,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კიბის საფეხურებს
ვერ ამჩნევდა.
შენ გქონდა მხედველობა და თითო საფეხურით მაღლა
მიიწევდი
ჩემს ნეკნებზე,სანამ ყელში არ ამომიხვედი.

***
მანქანის საბურავისა და დედამიწის ბრუნვის სინქრონულ
თანწყობას,უმზერდდა ძონძებით შემოსილი ფიზიკოსის
პარადოქსით გაჟღენთილი თვალები.მოკლეკაბიანი გოგონას
ცისფერი ლინზები გარბოდნენ ,დახეულ შარვლიანი
მამაკაცის შარვალშიდა
გამონაყარისკენ.

***

წვიმასა და სეტყვას შორის,ერთადერთი
კოზირი სისველეა.
ფიფქი იხიშტება.

***

აღქმა.

მზის და წვიმის თანხვედრის მომენტში,ყოველთვის ვამჩნევ
შვიდ ერთმანეთისგან განსხვავებულ,მაგრამ ზომით ერთნაირი
ფერებს შორის მოტივტივე უკაცრიელ კიდობანს.
არ გადავშენდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები