ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2016


სველი ლექსებიდან

                    ***
წვიმს...მიყვარს იცი, ასეთ ამინდში
ყურება გარეთ, ჩემი ფანჯრიდან,
ამ გაზაფხულსაც ისევ დაგიცდი,
ათვლას დავიწყებ სწორედ ამ დღიდან.
ეს მარტიც გავა, ქარებს გადივლის...
და თუ დამინდობს წელსაც აპრილი,
შენი ნახვის  და წვიმის წადილი
გახდება ალბათ ბევრად ადვილი.
წვიმს...დაჟინებით არ გთხოვ დარჩენას,
მინდა იცოდე, კაცს და კაცს კი არ,
ღმერთს და შენს შორის გავაკეთებ მე ამ არჩევანს.
წვიმს...უსასრულოდ სჯობს რომ გელოდო,
უფლის სახელის ხსენებასაც სჯობს მოვერიდო

                ***
რა ხანია ცას ცრემლები დასდის,
წვიმამ ფანჯრებს სევდა ააფარა,
ვიტირებდი, აბა რას ვიზამდი,
რად  დამტოვე წვიმის ანაბარა.
ცის ფეხებთან ჭირისუფლად ვზივარ,
ყველა გუბე დავიტირეთ ერთად,
ვიცი, შენთვის უმნიშვნელო კი ვარ,
მაგრამ ,მაინც მოდი ახლა ჩემთან!
მოდი, თორემ გული დამისველა
ცამ...,- მთლიანად ჩაიწურა შიგნით,
ეს "ლოდინიც" ხდება წვიმის წერა,
აღარც სუნთქავს, აღარც ფეთქავს თითქმის.
მოდი ახლა, მოდი, დამიჯერე!
ამ ერთხელაც უნდა მივეშველოთ,
გავაცოცხლოთ!...ჰოდა, ამის მერე,
გაგრძელდება ისევ უსაშველოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები