ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2016


წყალი

(ეტიუდი)

უგულისყურო და
უსულისყურო და
სავსე ნაფიქრალის ნაცრით.

ასეთი გეგონე,
ვერა გაგაგონე,
არ დამაიმედე არც რით.

ვიპოვე წყარო და
ვიცოდი, გწყუროდა,
მე დავარწყულებდი კაცს რით!

რას ვგავარ დაღლილი,
სველი და შიშველი!
ნუ მიცქერ თვალებით მკაცრით.

ნახე, მოეტანე,
წყალი მოგიტანე,
წყალი მოგიტანე საცრით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები