ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2016


არასეზონური განწყობიდან

გათოვდა, ირგვლივ, ღიმილივით ნაძალადევად,
განწყობილებაც ბევრად უფრო პროზაულია,
და ვინ რა იცის, თუ ინფანტებს სცივათ რამდენად,
ღამე ძაძებით იმოსება როცა სრულიად…
მთვარეს ლაქებად დარჩენია ნაყვავილარი,
შუბლზე კი, ღრუბლის ნარჩენი აქვს, როგორც ნაოჭი,
მიჰყვება იმ ჩვენს ნაბილიკარს, დაღმა, მდინარე,
რადგან წყურვილის დაოკება დავაგვიანეთ,
რადგან დროს როცა გავასწარით, მაშინ ჩამოვრჩით...

გავხარ უჩემოდ გაგიჟებას, ტაბუდადებას,
მიკვირს, ამდენ ხანს, ასე უბრად როგორ ვიარეთ,
კლდეს მიეხატა სილუეტი ნანადირევის,
ვფიქრობთ ერთ ფიქრად (ალბათ, რაღაც გაგვიხარდება),
გამოვიღვიძებთ სიფხიზლიდან და ვაღიარებთ,
რომ ბევრად უფრო ძნელი იყო, როცა არ თოვდა,
ახლა კი, ვიდრე, ფანტელებსაც ვუწოდებ ფაქტებს,
მოგონებების ეშაფოტი დამიმარტოვდა...
და ვინ რა იცის, როგორ სცივათ-ხოლმე ინფანტებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები