 | ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: პოეზია 15 აპრილი, 2016 |
სულ მთლად თეთრი და გარინდული იწექი შენ, და თავს გეხვიეთ ჩვენ ცოდვილნი, უვიცნი, და უგუნურნი, და შურისგებით ვერ ვხვდებოდით, რატომ და როგორ ან საერთოდ რისთვის წახვედი, წახვედი და დაგვტოვე ჩვენ , ჩვენი ტანჯვით, ჩვენი ჯვრებითა და მძიმე ყოფით და ვიგონებდით ათასგვარ მიზეზს… ასე რომ არა… ისე რომ არა.. იქ რომ არა… და ასე შემდეგ… შენ კი ზემოდან იყურებოდი და ბრაზდებოდი , რადგან ჩვენ ვერ ვხვდებოდით, ვერ ვხვდებოდით და ვერც ახლა ვხდებით- რატომ არა ხარ ისევ ჩვენს გვერდით, რატომ იღვიძებს დედა უშენოდ ვერ ვხვდებით, რომ აღარ გვესმის შენი სიცილის ხმა რატომ ვერ გხედავთ როცა ყველანი ერთად ჩამოვხსდებით და თან ვიცინით, მაინც ვიცინით, თუმცა ალბათ წუთიერი დავიწყებაა ესეც. მერე კი გვრცხვენია რომ დაგვავიწყდი და ამდენი ხანი შენი საფლავიც არ მინახავს ან რა უნდა მენახა რა აზრი აქვს კი შავი მიწის ყურებას, როცა თავად მიწასავით დავინაცრე მიწასავით გავცივდი, როდესაც დავინახე: ჩვენ მარტო და შენ კი სულ მთლად თეთრი და გარინდული…
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა მუხა ♥ მადლობა მუხა ♥
7. ძალიან ახლოს მოვიდა განცდები, დღეს მეც ამ განწყობაზე ვარ.
ჩემი უმაღლესი შეფასება. ძალიან ახლოს მოვიდა განცდები, დღეს მეც ამ განწყობაზე ვარ.
ჩემი უმაღლესი შეფასება.
5. ტრაგედია .
მაინც ვიცინით, თუმცა ალბათ წუთიერი დავიწყებაა ესეც. მერე კი გვრცხვენია რომ დაგვავიწყდი და ამდენი ხანი შენი საფლავიც არ მინახავს ან რა უნდა მენახა რა აზრი აქვს კი შავი მიწის ყურებას, როცა თავად მიწასავით დავინაცრე მიწასავით გავცივდი, როდესაც დავინახე: ჩვენ მარტო და შენ კი სულ მთლად თეთრი და გარინდული… ტრაგედია .
მაინც ვიცინით, თუმცა ალბათ წუთიერი დავიწყებაა ესეც. მერე კი გვრცხვენია რომ დაგვავიწყდი და ამდენი ხანი შენი საფლავიც არ მინახავს ან რა უნდა მენახა რა აზრი აქვს კი შავი მიწის ყურებას, როცა თავად მიწასავით დავინაცრე მიწასავით გავცივდი, როდესაც დავინახე: ჩვენ მარტო და შენ კი სულ მთლად თეთრი და გარინდული…
3. ვწუხვარ.... ვწუხვარ....
|
|
მონაცემები არ არის |
|
|