ადამიანები მოდიოდნენ ჩემთან და ახლოს მოსულები მტოვებდნენ მალე, ანდაც პირიქით მე გავურბოდი… იცი, ხანდახან მიჭირს მათთან ლაპარაკი, დიდხანს ყურებაც. და ისე ფრთხილად უნდა მივიდე მათთან, როგორც კაცი შუაგულ ტყეში, ერთადერთ ასანთშემორჩენილი, რომ ცდილობს გათბეს როგორმე… ჩემგან წასულებს, მიჰქონდათ თითო-თითო ნაგლეჯი სულის , თითო ოცნება და სიხარული. სარკეში ჩახედვისას ვეღარ ვცნობდი საკუთარ თვალებს, ტუჩებს, ცხვირს თუ თმებს, ყველაზე მეტად კი ყურები იცვლებოდნენ… ათასი ტყულისა და ჭორ-მართლის მსმენელნი იგრიხებოდნენ, იკუმშებოდნენ, ტკივილისაგან იხლართებოდნენ… მე კი ვიქეცი უღელტეხილებად და არხებად, ხიდებად და მაგისტრალებად, ჩემთან მოდიოდნენ და მალევე ტოვებდნენ ალაგს. ყველა, ყველა და მე კი დავრჩი იმ ცივ ტყეში ერთადერთ ასანთჩამქვრალი… *If you have ability to love, love yourself first*
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა შეფასებებისთვის :)) მადლობა შეფასებებისთვის :))
3. მოკითხვა ძია ჩარლზს :)
წაღმატებები
მოკითხვა ძია ჩარლზს :)
წაღმატებები
2. ვფიქრობ, თვალებს უფრო ეტყობათ-ხოლმე, თუმცა, ალბათ, ინდივიდუალურია ესეც :)
ბოლო ქართულ სიტყვაში "ვ" ზედმეტია. ბუკოვსკის ფრაზას რაც შეეხება, ეს ისაა, მთელი ცხოვრება რომ ვერ მექნება გადაჭრილი პასუხი მე პირადად, სავარაუდოდ :))
ვფიქრობ, თვალებს უფრო ეტყობათ-ხოლმე, თუმცა, ალბათ, ინდივიდუალურია ესეც :)
ბოლო ქართულ სიტყვაში "ვ" ზედმეტია. ბუკოვსკის ფრაზას რაც შეეხება, ეს ისაა, მთელი ცხოვრება რომ ვერ მექნება გადაჭრილი პასუხი მე პირადად, სავარაუდოდ :))
1. ძალიან მომეწონა ++ გარდა იმისა რომ ჩემს განწყობას ემთხვევა, მხატვრულადაც ლამაზია.. და იმ ბოლო წინადადებაშიც ძალიან გეთანხმები! ძალიან მომეწონა ++ გარდა იმისა რომ ჩემს განწყობას ემთხვევა, მხატვრულადაც ლამაზია.. და იმ ბოლო წინადადებაშიც ძალიან გეთანხმები!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|