ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 აპრილი, 2016


ასეთი რამ დ ა უ შ ვ ე ბ ე ლ ი ა

  არის  ისეთი  ნაწერიც  ზოგჯერ  აქ,  რომელიც  ამ  საიტს შავ  ლაქად  დაედება  ხოლმე.  კუპრივით  შეაფერადებს,  ისე  საზარლად  და  ზიზღის აღმძვრელად  მოქუფრავს  თვით  მის  შემქმნელს,  რომ  ნაწერის საწყისი  სიტყვები  უნებურად  შეგაჩერებს  და  გვერდს  დაგატოვებინებს.

  დარწმუნებული  ვარ,  ნაწერი,  რომლის  შესახებაც  ახლა  ვწერ,  ვინც  კი ამ  გვერდს  გახსნიდა 2-3  სიტყვის  წაკითხვისთანავე გამოვიდოდა  უკან  და ეს სწორი  მიდგომაცაა..

  ვფიქრობ  და  ვერ  მომიფიქრებია  პასუხი  ,  თუ  რა  უნდა  იქნეს  ზომად გამოყენებული,  ასეთის  აღსაკვეთად. ამ  შემთხვევაში?
ერთია  უდავო, რომ  საიტის  მომავალს  მოფრთხილება  უნდა  და  ეს ჩვენი  ვალია,  ნებისმიერ  დროს  ვწერთ  თუ  ვთარგმნით.

  უდავოა  ის  ფაქტი,  რომ  ადამიანი  რომელიც  საკუთარ  თავს  პატივს  სცემს, მისთვის  დადგენილი  წესია  სხვისი  პატივისცემაც  და ამის არც შეხსენება  სჭირდება  მას  არასოდეს.
ვისაც  საკუთარი  თავი  უყვარს  მას  არც  სხვისი  სიყვარული  გაუჭირდება.
ისიც ნათელია,  რომ  პირი  თავად  როგორიცაა ,  სწორედ  იმ  გადმოსახედიდან  უყურებს  ნებისმიერს  და  იმ  კრიტერიუმებით  აფასებს  და  სჯის  ყველაფერს.


ადამიანის  სულიერი  მდგომარეობა  განსაზღვრავს  მის  მოთხოვნილებებს  სიამოვნებისა  და უსიამოვნების მიმართულებით.

ის  ვინც  ყოველთვის  ცუდს იწონებს  მისი  ცული  საამისოდ  არის  მხოლოდ  მომზადებული  და  მას  თავისი  ადგილი  უნდა  მიეჩინოს.

არ  უნდა  დავუშვათ, უგემური  მდგომარეეობის  შექმნა  მოახერხოს  აქ  ორჯერ,  ანდა  უმსგავსო  ექსპერიმენტებისა  და  ბინძური  რეკლამებისათვის  გამოიყენოს  თუნდაც  ერთი  ფურცელი  მავანმა. 

    ანუ,  საიტი,  უზნეობათა  აფიშირებისა  და  დანაშაულთა  სარეკლამოდ  არ  შეიძლება იქნეს  ბოროტად  გამოყენებული.
როცა  აქ  არიან არასრულწლოვანებიც,  რომელთა  ფსიქოლოგია  ჯერ  ჩამოუყალიბებელი  და  მერყევია,  ამად  მოსაფრთხილებელია.
მათთვის  აქ  უნდა  იყოს,  საკმაოდ  სასიამოვნო  გარემო  შექმნილი  კარგისა  და  ცუდის  მისახვედრად  და  გასარჩევად.

      ვფიქრობ,  ისეთი  თემები  შეუფერებელია  აქაურობისათვის, რომელსაც  დანაშაულისა  და  დამნაშავის  მხილების  მყრალი  სუნი უდის.
ისინი  უნდა  აღიკვეთოს,  აიკრძალოს,  რადგან  მისი  წაკითხვა  ყველა  უასაკო  და  ასაკიანი  წევრისათვის  ხელმისაწვდომი  და  შესაძლებელია.
დაუბრკოლებლად,  კერძოდ,

        როცა  მავანს  აქვს დამახინჯებული გონება  და  ცხოვრების  არასწორ  წესით,  ავადმყოფურად  ცხოვრობს,  მას  არა  აქვს  უფლება  ამაზე  ხმამაღლა  ილაპარაკოს  და გარყვნილების  მტვერი  აფრქვიოს  უმისამართოდ  და  თანაც  გამიზნულად.  ეს  ბოროტებაცაა  და  დანაშაულიც.

      გაბოროტებული  საუბარი  ამხელს  იმასაც,  რომ  ეს  პირი არ არის  ჯანმრთელი  და  უკმაყოფილოა  თავისი  მდგომარეობით,  ამიტომ  იყოს  და  ილაპარაკოს  ისე  და  იქ,  საიდანაც, სწორედ  მოაზროვნეთ  თვალს  ან  ყურს  არანაირად  არ  შეეხება  ასეთი  უმსგავსოებანი.

      ბაყაყი მყრალ  გუბეში  უნდა  იჯდეს  და  იქ  იყიყინოს,  რადგან  მისი  ადგილი  იქ  არის.  ის  ვერ გაეკარება  ვერც  მდინარეს,  ვერც  ზღვას  და  ვერც  ოკეანეს,  მიუმეტეს  სადაც  წმინდა  წყალია  მხლოდ.  ბაყაყმა  იცის  თავისი  ადგილი  და  იმიტომ  არის  მყრალ  გუბეში,  სწორებ  მისი  მსგავსი  ორფეხებიც  უნდა დაეტიონ  თავის  ბუნაგში  რათა  არ  დანაგვიანდეს, არ  დაბინძურდეს  აქაური  ატმოსფერო.

  ეს  საიტი  წმინდა  ლიტერატურულია,  და  ის  ვერ გამოდგება  უზნეობის  აფიშის  გამოსაკიდებლად.

  ის  რაზედაც  ვსაუბრობ  წარმოადგენს  სისხ.  სამ.  კოდ.255 მუხ.  გათვალისწინებულ სერიოზულ  დანაშაულს,  ეხება  არასრულწლოვანებს-10  წლამდე  ასაკისას  და  ის  გასართობ  საკითხავს  არ  წარმოადგენს,  ასე,  რომ  ნებისმიერის  შვილზე  ითქვას,  ძნელი  წარმოსადგენი  და  შესაგუებელია,  დაუშვებელია,  გამორიცხულია,  ასეთი  მოსაუბრე  ცოცხლად  ჩასაქოლია.  მასზე  ადამიანი  არ  ითქმის  და  ვერც  აღიქმება  ადამიანად.

    რაც  არ შეიძლება  უყურადღებოდ  იქნეს  დატოვებული.  ასეთი  არ  უნდა  იქნეს  დაშვებული  მეტად.  ასეთის  შესახებ  უნდა  ეცნობოს  სათანადო  ორგანოს  და  ნაწერიც  იქ უნდა  იქნეს  გადაგზავნილი.

    ამგვარი სამარცხვინო  რამ,  ამ  საიტზე  აღარ უნდა  იქნეს  დაშვებული  და  იქნეს  მიღებული  სათანადო  ზომები,  მისი  ავტორის  მიმართაც.

        საუბარი  ეხება  04/04/16წ.  გამოქვეყნებულ  სიბილწესა  და დანაშაულს.

                არის  ვინმე,  ვისაც,  აქ  მოსწონს,  ეს ან  ასეთი  ნაწერები?
                სურს  ვინმეს,  აქ,  ასეთ  დანაშაულებრივი  უმსგავსოების  ხილვა?

ასეთი  რამისთვის  გვერდზე  უხმაუროდ  ჩავლაც  არ  ივარგებს,  ალბათ  დამეთანხმებით.

გთხოვთ  მიუთითოთ როგორია,  ამ  თარგმანის  ლიტერეტურული  ღირებულება,  თარგმნის  მიზანი  და  დანიშნულება,მისი  მისია?
               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები