ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პროზა
12 აპრილი, 2016


ნიეს შეხვედრა,ორთავიან ძმებთან და მათი ლაქა

      11 ზღვისა და 7 მთის  გადაღმა კაცი  ცხოვრობდა, სახელად ნიე ერქვა... გადიოდა დღეები,კვირეები ,წლები და საუკუნეები ნიე კი მუდამ იქ ცხოვრობდა... თითქოს მუდამ იქ უნდა ყოფილიყო,მაგრამ ერთ დღეს რატომღაც მოუნდა წასვლა. საად? რავიცი მოუნდა რა. გზაში მოვიფიქრებო.. და აი უკვე სამი დღეა აიკრა გუდა ,დუბლიონკა და დაადგა გზას..
  ერთ დღეს ჩვეულებისამებრ მზე ჩავიდა და დაღამდა.. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ნიემ დაიძინა.. შუა ღამისას კი ხმაური აღვიძებს, ორი კაცი დასდგომოდა თავს,უკაცრავად ორ თავიანი ერთი კაცი იყო.. გაუთავებლად ლაპარაკობდნენ ნიემ თავიდან ვერ გაუგო მას... თუმცა ბოლოს გამოერკვა,მარჯვენა თავი მარცხენას ეუბნებოდა:
- არა მე უნდა ვუთხრა დამაცადე...-მარცხენა გამოეპასუხა
-ჯეირანი მეთამაშე და გამარჯვებული დაიწყებს..
-კაი ჰა მოდი...
ნიემ შეამნია რომ ჯეირანი მარცხენა ხელმა მოიგო მაგრამ ლაპარაკი გამარჯვებულმა მარჯვენამ დაიწყო...
  -გამარჯობა ყმაწვილო მე ოპტიკური ვარ,ეს კი ჩემი ძმა პესიკურია, ეს კი ცემი მანიკურია.. -თქვა და მარცხენა ხელზე წაცხებული წითელი ფერის საღებავი ანახა ნიეს.. ნიე დარწმუნდა რომ მარჯვენას მარცხენა ხელი ემორჩილებოდა და პირიქით.
- გაგიმარჯოს მე ვარ ნიე,თავი რა თავები რამეს ხო არ ხიეთ? ამ შუა ღამისას რომ მაღვიძებთ... ?
-უკაცრავად ნიე -დაიწყო პესიკურმა-  მაგრამ რა აზრი აქვს ხომ მაინც უნდა გაგეღვიძა და როდის იზავდი... ნიეს ამაზე არ ეფიქრა და ცოტა არ იყოს ეს აზრი გონებაში დაუჯდა.. საუბარი ოპტიკურმა განაგრძო
-როგორ არ ქონდა აზრი მადლობა გვითხარი აქეთ,რომ ძილში უქმად არ დაგაკარგვინეთ დრო და ამ ყოვლად საინტერესო საუბრის ღირსი გაგხადეთ.. ნიე დაფიქრდა და მიხვდა რომ ოპტიკური მართალი იყო ძილში მართლაც ძალიან ბევრ დროს კარგავდა...
-გულრწფელად გმადლობთ ბატონო,ბატონებო,მაგრამ მაინც ვერ ვხდები რა გინდათ?
-გავიგე სადღაც მიდიხარ - დაიწყო პესიკურმა- და მსურს რომ გითხრა არა აქვს აზრი მაინც ვერ მიხვალ თან...
-მოიცა ,მოიცა -ნიემ გააწყვეტინა- მე თვითონაც არ ვიცი სად მივდივარ და რა იცი მივალ თუ არა??
-როგორ თუ რა ვიცი ?? მე ის ვიცი რომ ამ ქვეყანაზე არაფერს აზრი არ აქვს და გინდ მიხვიდე მაინც არ მოგეწონება.. აი აქედან  გამომდინარე გეუბნები..
- გაჩერდი რა -შეუბრვირა მარჯვენამ- არ უსმინო ამას ნიე წადი და უეჭველი მიხვალ,და თუ გინდა რომ იმედი არ გაგიცრუცრუვდეს არც იფიქრო იმ ადგილზე...
-მადლობა ოპტიკურო,მაგრამ რომ დავფიქრდი პესიკური მართალია რა ვიცი იქნება მართლაც ცუდია ?
-კტო ნე რისკუეტ,ტოტ ნე პიოტ შამპანსკავა... -მოისმა უცბად ხმა, ნიე დააკვირდა მიხვდა რომ  მანიკური იყო ის წითელი ლაქა ლაპარაკობდა.. თავიდან ძალიან შეეშინდა,ლაქამ კი განაგრძო-ადამიანს იმდენი დრო არ აქვს რომ იფიქროს იმაზე თუ რა იქნება,მან უბრალოდ უნდა აკეთოს თავის გასაკეთებელი და ყველაფერი თავისით მოგვარდება.. შენ არ უნდა იფიქრო წარსულზე იცხოვრო დღევანდელობით გააკეთო ამ ჟამინდელი საქმე და თუ ყველაფერს კარგად გააკეთებ ხვალ უკვე აღარ იქნება საჩირო წარსულზე ფიქრი., არც მომავალზე... შენ რახან გადაწყვიტე წასვლა უნდა წახვიდე,დაისახე მიზნად სამი კილომეტრის გავლა საათში?? უნდა გაიარო ნებისმიერ შემთხვევაში,იმედის გაცრუებას თუ გინდა აარიდო თავი არ მოითხოვო იმაზე ზედმეტი ვიდრე გეკუთვნის... -ამასობაში- წითელმა ლაქამ თვალი გაახილა და ნიემ დაინახა მისი ელვარე ღრმა მზერა... გადახედა ოპტიკურს და პესიკურს და დაინახა როგორ ჰქონდათ თავები დახრილი... შემდეგ დაიხედა თავის ხელზე სახვევი მოიხსნა და გამოაჩინა წითელი ლაქა რომელსაც ამდენ ხანს მალავდა... მალავდა რადგან ეშინოდა მისი... წითელმა ლაქამ განაგრძო..
-ნუ გაუბრაზდები ნიე ოპტიკურს და პესიკურს ისინი ჩემი შვილები არიან,შენი შვილებიც არიან ცხოვრების შვილები არიან...
  ნიემ არ იცოდა რა ექნა,მან ეს არც არასოდეს იცოდა, არ სჭირდებოდა და მაგიტომ... არ ფიქრობდა და მაგიტომ.. თბილად იყო და მაგიტომ... სხვა არაფერი უნდოდა და მაგიტომ...გაიხედა და დაინახა რომ ისინი უკვე წასულიყვნენ შორიდან ისმოდა მათი საუბრები
-კაი რა მა რატომ არ დაგვაცადე..
-ხო რა .. რა სასტიკი ხარ...
- სულ ესე რატომ შვრები??
-ცოდოა ადამიანი ..... ნიემ არ იცოდა რომელი რას ამბობდა  მაგრამ მიხვდა,რომ მდუმარე მანიკურზე ორივე ძმას ერთი აზრი ჰქონდა... მიხვდა რომ ეს ბუზღუნა ძმები მხოლოდ ამაში ეთანხმებოდნენ ერთმანეთს.. ამასობაში კი გათენდა,ნიე მკვირცხლად წამოხტა და გზა განაგრძო,არ ჩქარობდა რადგან არ იცოდა რამდენი ჰქონდა გასავლელი.. 
  12.04.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს