ნაწარმოებები



ავტორი: ჰოჰ
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2016


თავისუფალი ვარდნა და ვარდისფერი გომბეშოების სანაპირო

თავისუფალი ვარდნა!!!
კიდევ კიდე ! და კიდევ მიჯნა,
უსასრულობის ნიშანი ცხვირწინ,
მარტოსულობა გუშინ და წლით წინ.
ძმა მეგობართა სანდოთა ჯარი,
დალუქულია სულ ყველა კარი.
არ დაველოდო თოკს ვინ მომაწვდის
წესად ვიცოდი ჩვევადაც მქონდა,
ირგვლივ ყველასთვის გაწერტილებულს,
თითქოს ოცნებაც კი ჩემში მოკვდა.
თავისუფალი ვარდნა!!!
გარშემო რკინის ფარდა,
დავასრულებდი ფეთქვას ,
ფეთქვას ცხოვრებას განა?!
დღესვე ხელს აწერს
თითქმის, ყველა მთავარის გარდა.

___________________________

პუტანკა სიძვის
მშვენება ხიდის
თეთრ კაბას იწევს
და მუშტარს იწვევს.
კლიენტი მიდის,
მეძავი იხდის,
მყიდველი მაყუთს,
ჯიბიდან ისვრის.
პუტანკის სიძვა
მსუქანთან იწვა
მანქანის სავარძელს
გაუსკდა მიწა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები