ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2009


შაჰრაზადა

ვიცოდი,
განა არ ვიცოდი,
რომ ყველაფერი ბანალურად დამთავრდებოდა.
შენ - შაჰრაზადას -
მოგიძღვნიდნენ ვარდებს შირაზის,
მე კი - დერვიში -
ავივსებდი უბეს ხორშაკით
და უდაბნოში ქვიშის კოშკებს ავიშენებდი.

უთხარი ერთი სულთნის ბებერ ალქიმიკოსებს,
თუკი შეძლებენ გარკვეთილის შედუღაბებას,
ვცდი - ოქროს კვეთა შევასწავლო მჭრელი სიტყვებით.

ნუ დაიჩემებ დერვიშების მასწავლებლობას,
მორიგ ზღაპრად ჩამოგართმევენ,
შ ა ჰ რ ა ზ ა დ ა, -
ათასმეერთე რომ აღმოჩნდეს, რაღა ვქნა მერე, -
ვის წავუწერო ბარხანებზე რუბაიები?!.


 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები