ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2009


ერთი, ორი, სამი... ანუ ჩემი ცხოვრება ---- ტანგო

ერთი, ორი, სამი,
                შეყოვნება წამით...
შეგეშალა?...
            არ დაიწყო თავიდან!
ოთხი, ხუთი, ექვსი,
                  მღელვარება გშვენის...
ერთი ბრუნიც
              და ცხოვრება წავიდა...


ერთი, ორი, სამი,
                დაიღალე?... მაინც
გამიღიმე!...
          გულს გული ვერ მოსცილდა!
ოთხი, ხუთი, ექვსი,
              ტანგოს ვცეკვავთ ორნი,
უკაცრავად, რა ხანია ერთნი ვართ...


ერთი, .....ი, სამი,
              ოთხი, ......თი, ექვსი,
გამოტოვე?...
          ხელს არ გიშვებ! გავიტანთ!
                                      9 იანვარი, 2009წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები