ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2016


ნუთუ სამართალი სიკვდილშია?? ან იქნებ სიკვდილია თავად სამართალი?? ან იქნებ რასაც მე სამართლად ვთვლი უსამართლობაა??

მიყვარხარ მაგრამ შენ ვერ გაიგებ.
მე სიყვარულის კოშკებს აგიგებ,
აგიგებ,მაგრამ შენ ვერ იხილავ,
მე მარტოობას გავუყვე ბინა.
მინდიხარ! მაგრამ ვერ გეკარები,
მწყურიხარ! მაგრამ ვერ გეწაფები,
აქვე ხარ,მაგრამ მე მენატრები,
ღვინო ხარ,მაგრამ შენით ვერ ვთვრები..
ანგელოზი ხარ,უფრთებო მხოლოდ,
ვარდივით ნაზი,ტკბილი ვით ჟოლო,
დედოფალი ხარ, შენი ვარ კვერთხი,
ერთი სული მაქვს გავერთხა ფერხთით,
რომ ჩაგიბერო უკვდავი სული,
მოგართვა ლანგრით დამწვარი გული,
რომ დავასრულო ცხოვრება ავი
აჰა!მომკალი!უმწეო კრავი,
რადგან მინდა,რომ ბოლოს შენ გნახო,
რომ მერე ცაში დავიტრაბახო:
მე ანგელოზის ხელებით მოვკვდი,
ახლა კი ეშმაკს დავყვები ფორთხვით.
დრო გავა გული დაგიწყებს ოხვრას
და ჩემს საფლავზე შენ მაინც მოხვალ.
წუთისოფლის ხელს ვერ გაექცევი
მიწა იყავი,მიწად იქცევი…
ასეა დრონი მეფობენ ჩვენზე,
არაფრით მეტი არა ვართ სხვებზე.
დიდება მხოლოდ მონაჭორია
უფლის წინაშე ყველა სწორია…
26.12.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს