ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2016


უსიყვარულოდ

შენ სიყვარულის არ გწამს - მე დაჯერება მიჭირს
რომ ერთ უბრალო გოგოს, არ წამს უბრალო ბიჭის
არ წამს უბრალო გრძნობის რომელიც დროსაც კი უსწრებს
არ წამს იმ უბრალოების ბიჭი რომ ლექსად უწერს
არ შეგაფერხოს არ კლავს! არ დაგტოვებდი არსად
მე მოგიწყვეტდი ვარსკვლავს ერთი ღიმილის ფასად
მე დაგიწერდი სონეტს, გავაცოცხლებდი შექსპირს
არ დავუთმობდი გოგენს, რომ დასცდენოდა შენ პირს 
მიყვარხაროო ერთხელ, სულ ერთხელ თუნდაც გვიან
და თუ არ იცი რა არს?!  მას სიყვარული ქვია
მე შევუპყრივარ გრძნობას - მე შევუპყრივარ ტანჯვას
და თუ ვერ გავსტან შორ გზას - აღმართში დავთმობ ამ ჯვარს
მე შენ უბრალოდ დაგთმობ, თუმც არ ყოფილხარ ჩემი
არა და როგორ გყვარობ, რომ ყოფილიყავ ჩემი
იცი საერთოდ რამე? რა არის მართებული?
დამვიწყებია ღამე, შენზე გულანთებული 

ვერც შეყვარებულს გარქმევ მე, ვერც ოცნებებში საცოლეს
კითხვა მაქვს: უსიყვარულოდ აქ რაღა ძალა გაცოცხლებს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს