ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2016


გ უ შ ი ნ დ ე ლ ს აქეთ

მზის  შუქს  ზეცაზე
შეერია,  აი  უკვე  მუქი  ღრუბლები.
გამოეცალნენ  და  გარშემოც  შემოუარეს.
მერე  ერთმანეთს  შეეჯახნენ  მორთეს  ტირილი,
დედამ  ძლივს  როგორც  იქნა  ვითომ  დააშოშმინა
და  ძილისაკენ  მოუწოდა  სიმშვიდისათვის.
ცას  კი,  შემორჩა  ერთი  მცირე  თეთრი  ღრუბელი
და  უცაბედად  დაემსგავსა  სანთელს  ანთებულს.
მივიჩნიე  რომ  თურმე  ყველგან  უფლის  ხელია
იქაც  კი  სადაც,
თუკი  სადმე დარდს  დასტირიან
ან  დაბალ  ხმაზე  გულწრფელად  და  მშვიდად  მღერიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები