ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2016


მოკვდება ეგრე

ერთ გოგოს ვიცნობ - კდემა აცვია,
სახელად ჰქვია ეკატერინე.
მან ერთი ბიჭი მწერლად აქცია
და ყოველ ღამე ლექსს აწერინებს.

ის, ყურადღებას არავის აკლებს,
დრო ყველასთვის აქვს თავ-თავის წილი.
მხოლოდ ბიჭს რომ სურს ელაპარაკოს,
ყოველთვის მაშინ ერევა ძილი.

ვინც კარგად იცნობს, აღნიშნავს ყველა
ეკას სიუხვეს და მის სიკეთეს.
მარტო ის ბიჭი უცდის სულგრძელად,
თბილ სიტყვას როდის გამოიმეტებს.

თქვენც გაგონილი გექნებათ ალბათ
მის მანერებზე და ზრდილობაზე.
ბიჭს კი, გულს ისიც ედება სალბად,
თუ უპასუხებს მესამე ზარზე.

მე, ერთ ბიჭს ვიცნობ, სევდა აცვია,
იმ ბიჭს სახელად ბენ-ჰური ჰქვია.
მოკვდება ეგრე, მაინც კაცია,
და მერე უკვე იქნება გვიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები