აქ ფერწერული ტილოები ჰგვანან ვიტრინებს, დამთვალიერებლებისათვის მყუდრო სივრცეა, დიდ შერძნებებსაც დავიწყება გააციმბირებს არსებულს იქით, სადაც უკვე ბუდობს სიკვდილი.
არაფერია, - ამბობ ასე, ვითომ მარტივად, და ჩემს თვალებში შენს საკუთარ სულს უღრმავდები, ვარსკვლავებისგან იკვეთება მთვარე მარტვილი, როგორც გუშინწინ, ან შარშანწინ, უცებ ღამდება.
მერე წამებზე იცვლებიან საუკუნენი, აღარცერთს ერჩი, კარგად იცი, დროა მეძავი, გბორკავს სხეული, სენს რომ არქმევ განუკურნებელს, მაინც თავს აღწევ აპათიებს, როცა მეძახი.
ღრუბლის ქანები ცის გულ-მკერდზე ვნებებს ლეწავენ, ყოველ მათგანს კი, შენ უდგახარ იქვე თავდებად, ღებავ სიმშვიდეგამორეულ ფერებს, მეწამულს, და ყველა შენი სინანული მყისვე მთავრდება.
ფერმკრთალ ღაწვებზე მაკვირდები და მიალერსებ, წამწამებს ცრემლი ებჯინება, მაგრამ არ ვტირით, შენ მპირდები, რომ აღარასდროს დამიწერ ლექსებს, არაფერია, - თვალებს ვხრი და, ვამბობ მარტივად…
და ფერწერული ტილოები ჰგვანან ვიტრინებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. დიდად გმადლობთ, მუხავ!
დიდად გმადლობთ, მუხავ!
5. არ მინდა ვიყო სუბიექტური და არ გამომდის მომწონს ეს ავტორი თავის შეგრძნებებით. არ მინდა ვიყო სუბიექტური და არ გამომდის მომწონს ეს ავტორი თავის შეგრძნებებით.
3. მერე წამებზე იცვლებიან საუკუნენი, აღარცერთს ერჩი, კარგად იცი, დროა მეძავი.
ისე მოუხდა დაძველება ამ ლექსს....
მერე წამებზე იცვლებიან საუკუნენი, აღარცერთს ერჩი, კარგად იცი, დროა მეძავი.
ისე მოუხდა დაძველება ამ ლექსს....
2. ასაკი ეტყობა, თუ? :D 7 წლის დაძველებითაა.
ასაკი ეტყობა, თუ? :D 7 წლის დაძველებითაა.
1. როდინდელი ლექსია? :) როდინდელი ლექსია? :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|