ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2016


* მ ა ი ს ი, მაისი..(ექსპრომტი)

დგას  მაისი  და 
მზის  თვალებით  მიყურებს,  სუნთქავს,
სიყვარულისთვის,
თუ  ცოცხლობენ  თუ    დაიბადნენ .
ასე,  ამგვარად  მაისს  ჩვენზე,
ძოღანის  უთქვამს.
ჩვენთვის  მოურთავს  მწვანე-მწვანედ
მთელი  ხეები
და  ვარდებისთვის  ზღვა  ფერები  უკუთვნებია.
,ქოთქოთ-ქოთქოთით
მოგვძახიან  ამას  ხევებიც,
თეთრი  ღრუბლებიც
ციდან  ცრემლად  ჩვენ  გვადნებიან, 
ასკილს  შეხედე , 
თავს  იწონებს  ისე  ღიმილით,
თითქოს,  ეგ  იყოს,  ამ  ვარდების  დიდი  ბებია.
მშვიდი  ნიავი,
დარაჯივით  ჩაგვსაფრებია,
თითქოს  უძილოს, ღამე  ჩვენთვის  უთენებია,
აქ  ეგ  ხელები,
ისე  თბილი,  ისევ  ფუმფულა.
დამეფიცება,  სიყვარულით  მომფერებია.
აბა,  რას  იტყვი !?

სიტყვა " ძოღანის"  ნიშნავს - ცოტახნის  წინ,  ამასწინათ,  გარკვეული  დროის  წინ,  რამდენიმე  ხნის  წინ,  რაღაც  დროის  უკან.

                /    /      /    /    /    /    / 

სიცარიელე  გაფილტრული
დგას  და  მისტირის,
რაღაც  არყოფილს,  არარსებულს,  არდაბადებულს.
გჯერა  შენ  ამის!?

                /    /    /    /    /    /  / 

მე  შემშლის  შენთან  სიშორე  მხოლოდ
და  უპირობოდ  მინდა  გიხმობდე.
ომი  არ  მიყვარს,  ვერ  ვიტან  მტრობას,
მაგრამ,  საშენოდ  მინდა  ვიბრძოდე.
ვარსებობ  შენთვის  და ეს მამშვიდებს,
გიყვარვარ  მითხარ,  გინდა  ვიცოდე.
როცა  ეს  გრძნობა  გარდაგვეცვლება,
სული  ზეცაში    დაიდებს  ბინას,
სხეული  მიწით  ჩაგვენაცვლება.
დადგება  აქ  კი  ჩემი  მაისი
და  დიდად  სხვა  რამ  არ  შეიცვლება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები