ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2016


გომბორულა ოთხ თვალზე

მყინვარს დააწვა წვიმისპირის რუხი ღრუბელი
ბრწყინავ ბუნებას ედება და კლავს გლოვისფერი,
წვიმს აქა-იქა,ხან იქ ხან აქ სეტყვას გაურევს,
დედა ბუნება თავის  ელფერს ერთურთს აურევს.
ქარი უბერავს,სველი თმების სურნელი მოაქვს,
მას გაუმარჯოს მხსნელი მთების იმედი რო აქ,
მაგრამ ჩემ თვალებს კვლავ გადაჰკრავს სიკვდილისფერი
ისევ მატკინა ცხოვრებამ და აღსასრულს ველი.
თუმცა სიკვდილის მეშინია ტკივილზე მეტად,
მიმძიმს,მრცხვენია,ვერ გავუძლებ შეხვედრას ღმერთთან,
და ამიტომაც ხელს ჩავჭიდებ დარჩენილ წამებს
ცრემლში ჩავახრჩობ,ბზარად ვაქცევ აწ გასულ ღამეს.
ბინდი ჩამოწვა უკვე ბარიც მიაქვთ წურბელებს,
თვალები მტკივა,ვერ ვპოულობ კეთილ მსურველებს,
მგლები დაძრწიან, ნადირობენ,ეძებენ ვნებას
მალე მათ ლუკმად გადვიქცევი და მოგგვრით შვებას.
მტაცებელს მივდევთ,მეთევზე კი ჩვენს გულს სულ ელის
მას სხვა გზა არ აქვს,მივატოვოთ ისევ სულელი!
ალბათ სულ მალე დავიწვები მე ცეცხლის ალში,
თუ გსურთ დამცინეთ ვერასოდეს ვერ გამრევთ ხალხში..
ფარისევლების ჭაობში ვართ ჩამძვრალი ისევ,
ნაკელში ვზივართ და გულს კვლავ ცის იმედით ვივსებთ.
ბედმა მარგუნა ამ სამყაროს სხვაგვარი აღქმა,
მადლობა ბედო! ამიტომაც გამრიყა ხალხმა.
გამრიყეს მათ და მეც ნელ-ნელა გავინაპირე
ვდგევარ,ვუყურებ პირფერობით გამომპალ პირებს.*
აი ამტკივდა და ვაგრძელებ სუნთქვას. კვლავ ხათრით,
შორიდან ვუმზერ და მივხვდი,რომ არა ვარ მათი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს