ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: იუმორისტული
29 აპრილი, 2016


* * *

წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
მე ვმუშაობდი გამომრთველად, შენ კი ჩამრთველად,
იქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
არც მელიები და ტურები მყვანდნენ მოწმენი.
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა,
არ ვიცი ,ამ დროს რა მინდოდა ახლა აქანა.
არ ვიცი ამ დროს ჩვენს  წინაშე ჩვენი ცხოვრება,
რად არის ფუჭი და მხოლოდღა დიიიდი ოცნება..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა- წუთისოფელი,
თუ არა ცოცხზე შემომხტარი მეფისტოფელი.
თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული,
მასაც თვალები სხვის ფულზე აქვს გაშტერებული,
მაგრამ რადგანაც კაცნი გქვიან შვილნი სოფლისა,
არ დაგავიწყდეთ    ნიახურის მორგვა ოფისთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები