ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2016


წრიული

განწყობა წრეა, მფრინავი წრე, ან უფრო - თეფში,
შენ ჩემი ფიქრის დასაყრდენი, ანუ ცენტრი ხარ,
თითქოსდა, ვხედავ, ისე ცხადად იგრძნობა ხელში
მაგ თითებიდან გადმოსული ენერგეტიკა.

და ქარბორბალა უნდა იყო, რომ მზემ ვერ დაგწვას,
სხეული სულად გარდასახო, გადააკეთო,
გაბედო ცეკვა, ლექსადქმნილი ბგერების ნაცვლად,
და სიფხიზლისგან გამოძერწო სიზმრის მაკეტი.

სიმშვიდისაკენ წაიყვანო ყველა ქაოსი,
ეს ყველაფერი პირიქითაც უნდა შეგეძლოს,
მაგრამ მე მიმძიმს, სიმარტოვით ძალაგამოცლილს...
რას არ ვიზამდი, გყვარებოდი ასე შენ ერთს რომ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები