ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2016


სამძიმარი

                                                –24 წლის ირაკლი ჭინჭარაულის  ხსოვნას–
..............................
ბოდიში,  უფალო,
ვერ შევძელ,  უბრალოდ,
დუმილი,
არ მჯერა უკვე
სიკეთის თესვის და სიკეთის  სურვილი
გამიქრა.ცრემლების ლუკმებს
ვაგროვებ ყელში და
დამახრჩოს  იქნება,
მთელი დღე  ვიქეცი ბილწად:
ვაგინებ  სიცოცხლეს,
რომელზეც სიკვდილი
იმარჯვებს,გარდაგვქმნის მიწად.
მივტირი ვაჟკაცის ძახილს და  სიმღერის
ბარამდე ჩამოსულ  ექოს,
ვუცხადებ  სამძიმარს
მთის ვიწრო  ბილიკებს,
ყოველ აღმართს და  ბექობს.
ყოველ წყაროს და პატარა  ნაკადულს,
ყოველ შროშანს თუ  დეკას,
სამშობლოს–კიდევ  ერთ კაი  ყმა  დაკარგულს,
და გამწარებულ დედას!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები