ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2016


ხმობა

ნუ მეტყვი, რომ ქარმა არია ღრუბლები,
რომ ვეღარ გნახავ და წვიმებით თენდება.
მოდი, მოახლოვდი, გულით გეუბნები,
მოდი და მიშველე - დაჩოქილს ვედრებად.
გულს ვუშლი კაშკაშა და მზიან ამინდებს,
ასეთ დროს მინდება სოფელი, ზაფხული.
ოცნება, რომელსაც დღეები არ ინდობს
და რაღაც სათუთი, ჯერაც არნახული.
მოდი, მომიარე.
სული ავადმყოფობს
და დიდი ხანია, სიმშვიდემ დამტოვა.
სიჩუმის სახლი ვარ. ასე უნაყოფოდ
დარდს მივეც თავი და მარტო ვარ. მარტო ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები