ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2016


აღდგომა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ.

გეძებდი ტაძარში უფალო,
გეძებდი ლოცვებში უფალო,
გეძებდი უხმლოდ და უფაროდ.

შენ ახლოს იყავი ეგებ და
მოგქონდა იმედი ახალი,
გემოსა ნათელი ახალი,
მრავალგზის აყვავდა მაყვალი,
ახლოა მოსე და ეგვიპტე.

იკვრება ღრუბლების ამალა,
ჩვილები, ჩვილები დამალეთ!
შორიდან აყივლდა მამალი,
ხელები დაბანეს პილატეს.

გეძებდი ჯვარცმულო უფალო,
ცოდვილი გონების თარეშით,
რა ახლოს ყოფილხარ, უბრალოდ,
გლახაკის სევდიან თვალებში,
ბავშვების უმწეო თვალებში,
სამშობლოს გატანჯულ თვალებში
იმედის მზესავით ინათე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები