ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 მაისი, 2016


უისტან ჰიუ ოდენი - გზაგასაყარი (III ნაწილი „ძიების“)

აქ შეხვედრილი მეგობრები ორივ თავ-თავის
გზა-კვალს გაუყვა და ორივეს გზა იყო მცდარი;
ერთმა დიდებას მიაშურა, დამღუპველ სიცბილს,
ხოლო მეორემ ამჯობინა მყუდრო სახლ-კარი
მივარდნილ სოფლის, დამალვოდა ხანგრძლივად სიკვდილს:
კაშკაშებს მზეზე ცარიელი გზაგასაყარი.

ვის ძალუძს გვითხრას ნავსადგურში, გზაჯვარედინთან,
სადაც არჩევნის,  განშორების ალაგებია,
რა სირცხვილს შევჭამთ მოსალოდნელ თავგადასავლით, 
იმგვარ მეგობრის მფარველობა რას გვისახსოვრებს,
რომ მიისწრაფვის დასახსნელად საკუთარ თავის
ავბედ მხარისკენ და უდაბურს ელტვის სამყოფელს?

პეიზაჟები და ამინდი გახევდა შიშით,
თუმც არც ერთ მათგანს უფიქრია, თქმულება ამბობს,
ნებადართულ დროს მიუძღოდა ამაში წვლილი;
რადგან წლიურად თვით ყველაზე პესიმისტებსაც,
დაწესებიათ  შეცდომათა ზღვრული ლიმიტი.
გაიმეტებენ რამდენ მოყვასს კვლავ საღალატოდ,
რა სიამენით ჩაიხშობენ სინდისის ქენჯნას,
ვის შეუძლია დანიშნულ დღეს რომ დაამთავროს
მოგზაურობა,  რომელსაც დრო სულ არ სჭირდება?


1 მაისი, აღდგომა, 2016 წ.



Wystan Hugh Auden - The Crossroads

(Part III of “The Quest”)

Two friends who met here and embraced are gone,
Each to his own mistake; one flashes on
To fame and ruin in a rowdy lie,
A village torpor holds the other one,
Some local wrong where it takes time to die:
This empty junction glitters in the sun.

So at all quays and crossroads: who can tell
These places of decision and farewell
To what dishonour all adventure leads,
What parting gift could give that friend protection,
So orientated his vocation needs
The Bad Lands and the sinister direction?

All landscapes and all weathers freeze with fear,
But none have ever thought, the legends say,
The time allowed made it impossible;
For even the most pessimistic set
The limit of their errors at a year.
What friends could there be left then to betray,
What joy take longer to atone for; yet
Who could complete without the extra day
The journey that should take no time at all?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები