ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2016


* * *

მათ შორის, რასაც შეუძლია ნელ-ნელა მოგსპოს,
არაფერია უფრო რთული იმაზე, ვიდრე -
სათქმელი, როცა თან დუმილი ითვლება ”ოქროდ”,
სათქმელი, რომლის უთქმელობას ვერაფრით ითმენ...

ბანალურ ფრაზებს ზოგჯერ თუმცა შორიდან ვუვლით...
და მოტყუებაც თავის ზოგჯერ საჭირო ხდება,
როგორც ბეღურას ატყუებენ ნამცეცით პურის....
(შენს თავს რომ უყრი საკენკს მაშინ - რთულია ბევრად)

და სტანდარტული პირობებიც არევს ყველაფერს,
ისევე, როგორც ამინდები - ჩემს ხშირ განწყობას,
ბეღურებს რადგან აპურებდნენ სხვებიც ჩემამდეც...
ალბათ ამიტომ საკენკს ვუყრი ჩემს თავს.... რატომღაც...

ლიკა ოხანაშვილი
2.05.2016
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები