ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2016


არ მესმის!

გულს ნუ მიწვრილებ, გაჩუმდი, ჩელო,
მკლავს შენი ტკბილი ბგერების სმენა.
გთხოვ შეაჩერო,
გთხოვ შეაჩერო,
...
გაჩუმდი-მეთქი!
...
ჩაიგდე ენა!!!

ჰო,
აი ასე...,
ასე კარგია!
(მიყვარს სიჩუმე - სიჩუმე სრული)
...
შენი ხმა ჩემთვის მძიმე ბარგია,
რადგანაც ყრუ ვარ,
მე, ყრუ ვარ სულით!

სწორედ ამიტომ ვერ გიტან, ჩელო.
ვერ ვიგებ შენს თბილ ბგერებს და ტკბილ ხმებს,
რადგან სულ მიწევს ვიმარჩიელო -
ბგერების მიღმა რა იგულისხმე?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები