 | ავტორი: ანემონე ჟანრი: პოეზია 4 მაისი, 2016 |
ნუ მეკითხები... არ ვარ კარგად. და არც ვყოფილვარ. ეს სუხხიანი გაზაფხული, ცივი, უკმეხი, სულში მოთმენა ჩამომექცეს ლამის, გარეთ ცა, წინ არაფერი ჩანს ,ამიტომ უკან ვბრუნდები, ის დრო არ მიყვარს ,ზამთარიც რომ უკან ბრუნდება. ჩიტების საგალობელს როცა მღერის ქარები. ეს სიყვარული – უბედურის შესამოსელი, თუ ვერ მოიხდენ, ერთხელ მაინც არ შეგცივდება, ქარების გადამღერებაა ყველას სიცილი და ღმერთმა არ ქნას ქარი ჩადგეს, ამეტირება.
ნუ მეკითხები.. არ მიქნია პირი მიწისკენ, და გზა , რომელმაც ჩაიხვია უკან გაბრუნებს. და მზე, რომელიც მთების იქით ვერ ჩაატიეს. და მთა რომელიც ვერ გადადგეს, ცას მიაფარეს. ძალა, რომელიც აღარ მეყო შენთვის მეყვირა გამომელია.
თუ ეს სიცოცხლე შემთხვევითი საყვედურია, რომელიც დაცდათ, ან ისე თქვეს, სხვათაშორისად, შენ, ჩემო,თავო, ნუ მოკვდები ჩემი მიზეზით, სხვა მოიფიქრე.
-------~
ისევ ისეთი დამხვდა ყველას თავშესაფარი, ზოგს მარმარილოს კიდე ბოჭავს,ზოგან ძეძვია. მოკვდა მეზობლის ახალგაზრდა ბიჭი სხვის სახლში, მოკვდა ბაბუა და მე ბაბუ უფრო მეწყინა.
და გეგონება არაფერი მომხდარა ირგვლივ, მზის სუნი ჰქონდა ხეებსა და ტკბილი ალუბლის, ალბათ გაზაფხულს შეეპარა ქარში სიცივე. ალბათ ეს ქარიც სიკვდილს უფრო მეტად ამძაფრებს. და სიცოცხლეში დაბრუნება სულ უფრო მიჭირს, რომ ბაბუასთან ერთად ბიჭიც დავასაფლავე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ისევ ისეთი დამხვდა ყველას თავშესაფარი, ზოგს მარმარილოს კიდე ბოჭავს,ზოგან ძეძვია. მოკვდა მეზობლის ახალგაზრდა ბიჭი სხვის სახლში, მოკვდა ბაბუა და მე ბაბუ უფრო მეწყინა.
და გეგონება არაფერი მომხდარა ირგვლივ, მზის სუნი ჰქონდა ხეებსა და ტკბილი ალუბლის, ალბათ გაზაფხულს შეეპარა ქარში სიცივე. ალბათ ეს ქარიც სიკვდილს უფრო მეტად ამძაფრებს. და სიცოცხლეში დაბრუნება სულ უფრო მიჭირს, რომ ბაბუასთან ერთად ბიჭიც დავასაფლავე. ისევ ისეთი დამხვდა ყველას თავშესაფარი, ზოგს მარმარილოს კიდე ბოჭავს,ზოგან ძეძვია. მოკვდა მეზობლის ახალგაზრდა ბიჭი სხვის სახლში, მოკვდა ბაბუა და მე ბაბუ უფრო მეწყინა.
და გეგონება არაფერი მომხდარა ირგვლივ, მზის სუნი ჰქონდა ხეებსა და ტკბილი ალუბლის, ალბათ გაზაფხულს შეეპარა ქარში სიცივე. ალბათ ეს ქარიც სიკვდილს უფრო მეტად ამძაფრებს. და სიცოცხლეში დაბრუნება სულ უფრო მიჭირს, რომ ბაბუასთან ერთად ბიჭიც დავასაფლავე.
8. "მოკვდა ბაბუა და მე ბაბუ უფრო მეწყინა" ძალიან მომეწონა :)) თითქოს მთელი ლექსი ერთ მშვენიერ მუსიკას მიჰყვება, სიამოვნებით ჩავიკითხე. "მოკვდა ბაბუა და მე ბაბუ უფრო მეწყინა" ძალიან მომეწონა :)) თითქოს მთელი ლექსი ერთ მშვენიერ მუსიკას მიჰყვება, სიამოვნებით ჩავიკითხე.
7. "მოკვდა ბაბუა და მე ბაბუ უფრო მეწყინა" ძალიან მომეწონა :)) თითქოს მთელი ლექსი ერთ მშვენიერ მუსიკას მიჰყვება, სიამოვნებით ჩავიკითხე. "მოკვდა ბაბუა და მე ბაბუ უფრო მეწყინა" ძალიან მომეწონა :)) თითქოს მთელი ლექსი ერთ მშვენიერ მუსიკას მიჰყვება, სიამოვნებით ჩავიკითხე.
6. იყოს ეს.. ჩამოვყალიბდი:) იყოს ეს.. ჩამოვყალიბდი:)
5. რა ძალიან კარგია მთლიანად და ეს მაინც: "შენ, ჩემო,თავო, ნუ მოკვდები ჩემი მიზეზით, სხვა მოიფიქრე." უჰ! ანეე.
რა ძალიან კარგია მთლიანად და ეს მაინც: "შენ, ჩემო,თავო, ნუ მოკვდები ჩემი მიზეზით, სხვა მოიფიქრე." უჰ! ანეე.
4. "ნუ მეკითხები.. არ მიქნია პირი მიწისკენ, და გზა , რომელმაც ჩაიხვია უკან გაბრუნებს. და მზე, რომელიც მთების იქით ვერ ჩაატიეს. და მთა რომელიც ვერ გადადგეს, ცას მიაფარეს. ძალა, რომელიც აღარ მეყო შენთვის მეყვირა გამომელია.
თუ ეს სიცოცხლე შემთხვევითი საყვედურია, რომელიც დაცდათ, ან ისე თქვეს, სხვათაშორისად, შენ, ჩემო,თავო, ნუ მოკვდები ჩემი მიზეზით, სხვა მოიფიქრე." - ძალიან ძლიერი და შთამბეჭდავია!
პ.ს. ჩემი მენტორული კომენტარი თქვენ :) მოგიკითხეთ! "ნუ მეკითხები.. არ მიქნია პირი მიწისკენ, და გზა , რომელმაც ჩაიხვია უკან გაბრუნებს. და მზე, რომელიც მთების იქით ვერ ჩაატიეს. და მთა რომელიც ვერ გადადგეს, ცას მიაფარეს. ძალა, რომელიც აღარ მეყო შენთვის მეყვირა გამომელია.
თუ ეს სიცოცხლე შემთხვევითი საყვედურია, რომელიც დაცდათ, ან ისე თქვეს, სხვათაშორისად, შენ, ჩემო,თავო, ნუ მოკვდები ჩემი მიზეზით, სხვა მოიფიქრე." - ძალიან ძლიერი და შთამბეჭდავია!
პ.ს. ჩემი მენტორული კომენტარი თქვენ :) მოგიკითხეთ!
3. ამძაფრებს.. ქარი. სიკვდილს.
უბედურის შესამოსელიც.. ისეთია.. ერთხელ ხომ მაინც არ შეგცივდება.. აქ რაღაცნაირი ღიმილი და დიდი მოწონება(თუ როგორცაა)
ამძაფრებს.. ქარი. სიკვდილს.
უბედურის შესამოსელიც.. ისეთია.. ერთხელ ხომ მაინც არ შეგცივდება.. აქ რაღაცნაირი ღიმილი და დიდი მოწონება(თუ როგორცაა)
2. ანემონე...:-* ყოველთვის გულწრფელი და საინტერესო... ანემონე...:-* ყოველთვის გულწრფელი და საინტერესო...
1. თითქოს მეცნოო, ანემონე...
ისეთი მართალი ნაწერია.
თითქოს მეცნოო, ანემონე...
ისეთი მართალი ნაწერია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|