ზის ახლა, სადმე, სიჩუმეში, ჩემი პოეტი, დარდებთან ერთად ჩემსავით, ან სულაც - სულ მარტო... ფიქრით ფანჯარას მიყრდნობილი, მზერის ზმორებით, ზეცის სარკმელთან მიახლებას უგონოდ ნატრობს.
ხორხში მიბჯენილ ბგერის ღმუილს სიმივით ჭიმავს, ნაოჭებს ტვიფრავს ხელისგულზე და მელანს ადნობს, ცხადს აღარ ჰქვია მისთვის ცხადი, სიზმარი - სიზმარს, ბედნიერებაც მოპოვების ჟინია მარტო.
ამაოების მობეზრებულ მიეთმოეთში მე უგზოობის წამებს ვითვლი, პეშვში ნაგროვებს... ზის ახლა, სადმე, სიჩუმეში, ჩემი პოეტი, და კალმის ჩრდილქვეშ ეგუება ჩვენს სიმარტოვეს.
2008 წ.
მომიახლოვდი, ფერდაკარგულ ზმანებას ვგავარ, და მოლოდინი გრძელ ხაზებად მატყვია შუბლზე, არ გიპასუხებ, ნუღარც მკითხავ ყველაზე მთავარს - როცა შენ გხედავ, დასალიერს თუ რატომ ვუმზერ.
ასე მეგონა, არასოდეს მიმატოვებდი, ახლა საკუთარ უმწეობას მხრებით დავათრევ, არ გსაყვედურობ, რა ხანია, გქვია პოეტი, ვეღარც ვუსხლტები გალიიდან შეშლილ საათებს.
მომიახლოვდი, დაივიწყეს უკვე ვნებებმა ნაუცბათევი შეგრძნენებით აჟიტირება, ვიცი, რომ ჩემი ბაგეები არ მოგბეზრდება, თუმც, ეს ღიმილი აღარასდროს გაიყიდება.
დღითიდღე უფრო ფერმკრთალდება ჩემი პორტრეტი, ქუთუთოებთან ნაოჭებმა მოიკალათეს, მაინც გპატიობ, რა ხანია, გქვია პოეტი და არასოდეს გეწოდება შენ მოღალატე...
მომიახლოვდი, განვადებით გაცემულ ლექსებს უკან გიბრუნებ, უკვე ვადა გასვლიათ რახან, მერე კი, წავალ მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილ გზებზე, იმ გზებზე, სადაც მარტოობის აჩრდილად დგახარ.
2009 წ.
ჩემო პოეტო, უშენობას ვეღარ გავუძლებ, ფიქრი გზის პირას დავაფინე და ზედ დავდივარ, შენ მოხვალ, ალბათ, ამაღლების დღესასწაულზე და ფეხაკრეფით ამომიყვან ჩემი დარდიდან.
მანამ კი, ამ სულს სიცივისგან ჟრჟოლა დაუვლის, ბოლო ფიფქი რომ დაადნება თითის ბალიშებს, მაგრამ იმედი გადარჩება მაინც და გულიც გამოიდარებს, გაზაფხული თავს რომ აიშვებს.
ატმის კვირტებს რომ მზე სხივებით თმას შეუღებავს და ტირიფები მოქარგავენ უმწვანეს ფარდას, შენ მოხვალ ჩვენი მარტოობის დასასრულებლად და შენთან ერთად დამაბრუნებ საკუთარ თავთან.
2015 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ბ.გ., გმადლობთ :)
ბ.გ., გმადლობთ :)
28. მე-3 განსაკუთრებით მომეწონა :) ყოჩაღ თეა მე-3 განსაკუთრებით მომეწონა :) ყოჩაღ თეა
27. დიდი მადლობა, მუხავ!
დიდი მადლობა, მუხავ!
26. მშვენიერზე უმშვენიერესებია! სულში და გულში დამივლის ხოლმე ავტორის პოეზია. მშვენიერზე უმშვენიერესებია! სულში და გულში დამივლის ხოლმე ავტორის პოეზია.
25. ხდება ასეც, რაღაცა რჩება გონებაში, ილექება. ძირითადად ის, რაც სულთან ახლოს მოვიდა. ვის არ მოსვლია:) - ამაში გეთანხმებით. ქვეცნობიერის ამბავს ვერც ვერასდროს გამოვრიცხავთ. თქვენი დამოკიდებულება კი, ამ ორ კომენტარში ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულად ჟღერს, თუმცა არც ესაა პრობლემა :)
ხდება ასეც, რაღაცა რჩება გონებაში, ილექება. ძირითადად ის, რაც სულთან ახლოს მოვიდა. ვის არ მოსვლია:) - ამაში გეთანხმებით. ქვეცნობიერის ამბავს ვერც ვერასდროს გამოვრიცხავთ. თქვენი დამოკიდებულება კი, ამ ორ კომენტარში ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულად ჟღერს, თუმცა არც ესაა პრობლემა :)
24. თეა, ნურაფერს ნუ დამპირდები:) არ არის საქმე მაგ ორ სიტყვაში. მთლიანად სახე, განწყობა და მელოდიაა ჩემი:) მაგრამ ახლა სხვა დამოკიდებულება მაქვს, მიხარია კიდეც:) ხდება ასეც, რაღაცა რჩება გონებაში, ილექება. ძირითადად ის, რაც სულთან ახლოს მოვიდა. ვის არ მოსვლია:) დატოვე როგორც გაქვს:) თეა, ნურაფერს ნუ დამპირდები:) არ არის საქმე მაგ ორ სიტყვაში. მთლიანად სახე, განწყობა და მელოდიაა ჩემი:) მაგრამ ახლა სხვა დამოკიდებულება მაქვს, მიხარია კიდეც:) ხდება ასეც, რაღაცა რჩება გონებაში, ილექება. ძირითადად ის, რაც სულთან ახლოს მოვიდა. ვის არ მოსვლია:) დატოვე როგორც გაქვს:)
23. ოთარ, მიარია, რომ გახსოვდა და ახალიც რომ მოგეწონა :)
მახსოვს, რენუარ. მაშინაც გითხარით, რომ წერისას ჩემს პოეტზე ვფიქრობდი და თქვენი ლექსი ნამდვილად არ მახსოვდა და ისიც - რომ ამ სახით დაიბეჭდა უკვე ჩემს პირველ კრებულში. თუკი, ოდესმე, კიდევ დავბეჭდავ სადმე, გპირდებით, "ზის ახლა"-ს სხვა სიტყვით შევცვლი. იმედია, "ჩემი პოეტის" შეცვლას არ მომთხოვთ :)
გმადლობთ კომენტარებისთვის.
ოთარ, მიარია, რომ გახსოვდა და ახალიც რომ მოგეწონა :)
მახსოვს, რენუარ. მაშინაც გითხარით, რომ წერისას ჩემს პოეტზე ვფიქრობდი და თქვენი ლექსი ნამდვილად არ მახსოვდა და ისიც - რომ ამ სახით დაიბეჭდა უკვე ჩემს პირველ კრებულში. თუკი, ოდესმე, კიდევ დავბეჭდავ სადმე, გპირდებით, "ზის ახლა"-ს სხვა სიტყვით შევცვლი. იმედია, "ჩემი პოეტის" შეცვლას არ მომთხოვთ :)
გმადლობთ კომენტარებისთვის.
22. "ზის ახლა, სადმე, სიჩუმეში, ჩემი პოეტი, და კალმის ჩრდილქვეშ ეგუება ჩვენს სიმარტოვეს"
ეს არის ის ავადსახსენებელი სტროფი, რომლის გამო მე პრეტენზია მქონდა თეასთან. :) ვწუხვარ, ახლაც იგივე აზრზე ვრჩები:) "ზის ახლა, სადმე, სიჩუმეში, ჩემი პოეტი, და კალმის ჩრდილქვეშ ეგუება ჩვენს სიმარტოვეს"
ეს არის ის ავადსახსენებელი სტროფი, რომლის გამო მე პრეტენზია მქონდა თეასთან. :) ვწუხვარ, ახლაც იგივე აზრზე ვრჩები:)
21. პირველი ორი წაკითხული მქონდა, :) მესამეც მომეწონა. ;) პირველი ორი წაკითხული მქონდა, :) მესამეც მომეწონა. ;)
20. მადლობა ფლორენციას :)
მადლობა ფლორენციას :)
19. ძალიან ლამაზი და მელოდიურებია! ძალიან ლამაზი და მელოდიურებია!
18. ჰო, დანარჩენებიც ამ ფრაზისთვის დაიწერა, იქნებ, თავის დროზე, მაგრამ არც ის ვიცი, გაგრძელება თუ ექნება კიდევ, ან - როგორი :) გმადლობთ.
ჰო, დანარჩენებიც ამ ფრაზისთვის დაიწერა, იქნებ, თავის დროზე, მაგრამ არც ის ვიცი, გაგრძელება თუ ექნება კიდევ, ან - როგორი :) გმადლობთ.
17. ჰო, ეს შეფასებული მქონია. :)
ბოლო - უკეთესი, იმედიანი ფინალური ფრაზით. ჰო, ეს შეფასებული მქონია. :)
ბოლო - უკეთესი, იმედიანი ფინალური ფრაზით.
16. გმადლობ, თაზო :)
გმადლობ, თაზო :)
15. მშვენიერებია ყველა. მშვენიერებია ყველა.
14. გოგონებოო :* :*
გოგონებოო :* :*
12. რაც თავი მახსოვს,საკუთარი თავი მობრუნებას ვნატრობ
ვერაა ალბათ სულ იმალება
ეეჰ...
რაც თავი მახსოვს,საკუთარი თავი მობრუნებას ვნატრობ
ვერაა ალბათ სულ იმალება
ეეჰ...
11. გმადლობთ, გულიანა და დანტე :)
გმადლობთ, გულიანა და დანტე :)
9. მართლა ძალიან მომეწონა სამივე ნაწარმოები. კარგია! ++ მართლა ძალიან მომეწონა სამივე ნაწარმოები. კარგია! ++
8. ჰო?! აი, ეგ კი არ მგონია მე, მაგრამ თუკი ასე ჩანს მკითხველის თვალით, მიხარია :)
ჰო?! აი, ეგ კი არ მგონია მე, მაგრამ თუკი ასე ჩანს მკითხველის თვალით, მიხარია :)
7. მშვენიერია, მომეწონა :)) თქვენი ზრდაც იგრძნონა გრძნობებთან და ჟამთასვლასთან ერთად ++ მშვენიერია, მომეწონა :)) თქვენი ზრდაც იგრძნონა გრძნობებთან და ჟამთასვლასთან ერთად ++
6. უღრმესი მადლობა თქვენ, ყველას :)
უღრმესი მადლობა თქვენ, ყველას :)
5. ზის ახლა, სადმე, სიჩუმეში, ჩემი პოეტი, და კალმის ჩრდილქვეშ ეგუება ჩვენს სიმარტოვეს.
შენ მოხვალ ჩვენი მარტოობის დასასრულებლად და შენთან ერთად დამაბრუნებ საკუთარ თავთან.
დიდებულია…
ზუსტად მოერგო ჩემს ხასიათს ! ზის ახლა, სადმე, სიჩუმეში, ჩემი პოეტი, და კალმის ჩრდილქვეშ ეგუება ჩვენს სიმარტოვეს.
შენ მოხვალ ჩვენი მარტოობის დასასრულებლად და შენთან ერთად დამაბრუნებ საკუთარ თავთან.
დიდებულია…
ზუსტად მოერგო ჩემს ხასიათს !
4. ზის ახლა, სადმე, სიჩუმეში, ჩემი პოეტი, და კალმის ჩრდილქვეშ ეგუება ჩვენს სიმარტოვეს.
შენ მოხვალ ჩვენი მარტოობის დასასრულებლად და შენთან ერთად დამაბრუნებ საკუთარ თავთან.
დიდებულია…
ზუსტად მოერგო ჩემს ხასიათს ! ზის ახლა, სადმე, სიჩუმეში, ჩემი პოეტი, და კალმის ჩრდილქვეშ ეგუება ჩვენს სიმარტოვეს.
შენ მოხვალ ჩვენი მარტოობის დასასრულებლად და შენთან ერთად დამაბრუნებ საკუთარ თავთან.
დიდებულია…
ზუსტად მოერგო ჩემს ხასიათს !
3. კარგებია, მე-3 უფრო მომეწონა! კარგებია, მე-3 უფრო მომეწონა!
2. რა ლამაზი ლექსებია...:-* გულწრფელი...კამკამა...მოკლედ ძალიან მომეწონა... 5
რა ლამაზი ლექსებია...:-* გულწრფელი...კამკამა...მოკლედ ძალიან მომეწონა... 5
1. ჟამთა ცვლას ვერაფერი დაუკლია შენი პოეტისთვის :)
მგონი, დროა დასრულდეს მარტოობები :)
ჟამთა ცვლას ვერაფერი დაუკლია შენი პოეტისთვის :)
მგონი, დროა დასრულდეს მარტოობები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|