ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ფაუსტოელი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2016


traître

რომ არ ამრეოდი,სუნთქვა დაგითვალე,მარტის ამინდებით,
ნისლებს აგაცილე,მთების გადაღმა და ვეღარ აგიტანე,
სულში ჩაგიმარხე,გულზე დაგაბნიე სველი გვირილები,
მაინც გიღალატე რადგან სიყვარული არ მწამს,ამისთანა.
რომ არ დამბნეოდი,შენი სურნელება თმებზე დაგიკრიფე,
ქარში მიგატოვე,კოცნა დაგამჩნიე,აღარ განგასხვავე,
სითბო შეგაჩვიე,ღამე გაგითიე,ვეღარ შეგიძელი,
ასე უჩველოდ,ვფიქრობ ეს დღეები მალე გავასავით.
რომ არ დამეკარგე,ზეცა შეგილოცე რთული ხასიათით,
მხრები აგიჩეჩე,მინდვრებს ჩაგატარე,სიზმრად შეგიცხადე,
ვნება ჩამოგიხრჩვე,მცნება დაგირღვიე,ვეღარ დაგიწერე,
ასე უჩვეულოდ წავა,დამთავრდება მთელი წელიწადი.
რომ არ გამპარვოდი,მთვარე მოგისიე ცაზე ვარსკვლავებით,
სიტყვა შეგაწიე,მზერა შეგირჩინე,ოდნავ ალმაცერი,
ღმერთი განგირისხე,შემოგისურვილე,წიგნში ჩაგატიე,
ვენა დავიჭერი,სისხლად გადაგისხი,ჯვარი გადაგწერე.
რომ არ მომკმვდომოდი,ყველა მესაფლავის გავხდი,მესაფლავე,
კვირის წირვებიდან ძილში შეგაბრუნე ბევრჯერ ნამთვრალევმა,
სახლში გამოგკეტე,კედლებს შეგათვისე,თავი შეგაძულე,
რადგან სიყვარული ახლა ერთხელ მაინც მთხოვოს მაგ თვალებმა.
რომ არ დამეწერა,ვეღარც წასაკითხად ვეღარ მოიცლიდი,
როგორ ეცადე და რთული ხასიათის ვეღარ ამიტანე,
რისი ერთგულება,როცა ყველაფერი ახლა ზედმეტია,
მაინც გიღალატე,რადგან სიყვარული,არ მწამს,ამისთანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები