ნაწარმოებები


ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
8 მაისი, 2016


გული დარჩა..





დღეს შენი დაბადების დღე ვახტანგ! ..აღარ მყავხართ არცერთი..


ყველაზო ტკბილო ადამიანებო..

დღ
-ადექი,ბები? კაია,ქვეყნის საქმეა მოსაგვარებელი,სიდან დევიწყო არ ვიცი-შემომღიმა ბებომ და ჯვალოს ტომრის კიდე მომაჩეჩა ხელში.
-გამიწიე,დია,ცოტა სიმინდის კაკალი მომაქ-უსასუქოა...(ბებია ნატურალურ პროდუქტს დიდ პატივს სცემს)ამას ვაჭუმდი ქათმებს და ქე არიენ ბელტებივით.ცოტას დავაფქოვთ ...
მორჩილად ჩამოვართვი ტომრის ყური  და გულში გამკრა"ამის წისქვილი ჩემი საძებარი გახდება მეთქი."
სახლის აივანზე ბიძაჩემი და მისი მეგობარი გამოვიდნენ,წუხელ გვიანობამდე ესიყვარულებოდნენ სოფელს და მათ პატივსაცემად მოსულ მეზობლებს.
-დილა მშვიდობისა ქ-ნო ელენე!-გადმოსძახა მეგობარმა ბებიას.
-მშვიდობა არ მოგიშალოს ღმერთმა ,მარა რაღა დროს დილაა..ხატულა სახლში დაბრუნდა უკვე.გული თუ უგრძნობს რომ მივდივარ-წაიდუდუნა თავისთვის და ზურგშექცეულმა,კალთის კუთხით ცრემლი მოიწმინდა.გული შემეკუმშა.
-ზარმაცი არ გეგონოთ, თქვენმა ღვინომ ჩამაგდო ამ დღეში,გონება ვარაუდით მომყვება.7ლიტრა დავლიეთ ოთხმა კაცმა.
-შვიდიც დალიეთ და რვაიც,მარა დაღლილები იყავით. გზამ გაგლახათ თქვენ! ღვინოს ნუ აბრალი, გლახა რომ ყოფილიყო მიეკარებოდით?ქინქლებივით იყავით ჩაცვენილები ჭიქებში.ჩამოით ,ელანძე თითო ლუკმა გადაყლაპეთ,მივიხედ-მოვიხედავ ეზო-
ყურეში და გოვუდგეთ გზას.
ბებია სამზადში შეცუხცუხდა,ტაბლა კარიდან მომაწოდა.თვითონ შეფიცხებული ჭადი,ყველი,წიწაკის და პომიდვრის მჟავე გამოიძღვანია.უკან შებრუნდა გრაფინით ღვინო და ჭიქები შემოგვამატა.წუხანდელი გადარჩენილი ქათმის ხორციც ჩამოდგა.
ჭის წყალზე ხელპირდაბანილი ბიძა და მისი მეგობარი ერთი ჭიქის მირთმევის შემდეგ უკვე ფოკუსგასწორებულები გვიღიმოდნენ.საოცრად მეგემრიელა ნაუცბადევი საუზმე.ხალისს და სევდას ერთიანად ვყავდი მოცული.მოუხაროდა ბებოს ქალაქში-შვილებთან,მაგრამ ისიც ვიცოდი,რარიგ მალე მოიწყენდა და მოინატრულებდა თავის ბუდეს.
....კალათებში კოხტად ჩაწყობილი ხილი,ჭურჭელში ღვინო,უფრო მომცროებში ბადაგი-ბებიასეულად"ტკპილი ფელამუშიზა",თავისივე ხელით გამოხდილი ხილის არაყი-მთელი ზაფხული განუყრელი "კალთა"ეკეთა და ძირს ჩამოყრილ ნაყოფს სასოებით ათავსებდა მასში.შინ დაბრუნებული ჭურში ჩააპირქვავებდა.ასე გროვდებოდა საარყე მასალა-მთელ სოფელში განთქმული.მე კი მის სუნზე სახლიდან გავრბოდი.ზაფხულის,მაგრამ მძაფრი სურნელი ჰქონდა.
თხილი და კაკალი,ტკბილი კვერი და ტყლაპი,ჩირი და ჩურჩხელები,სხვადასხვა ზომის ბოთლები-ტყემლით,კვაწარახით,პომიდვრის საწებლით სავსეები.
-არაფერს ტოვებ ბებია სახლში?-ჰკითხა ბიძაჩემმა,როცა გასავათებული ჩამოჯდა კიბის კიდეზე.ზიდა და ზიდა სანოვაგე მანქანაში.
-ვტიებ,აბა არ ვტიებ?აი უშობელი ნაზიკოს მივაბარე სანახევროდ,მიმიხედავს.ოთხი დედალი მომყავს, თვარა დანარჩენს იგი უპატრონებს.
-რას ამბობ, ქალო! სად მაქვს ქათმების ადგილი,ისედაც რიგრიგობით მოგვიწევს სუნთქვა.ახლა მაგათი სკინტი მაყნოსინე და კრიახი მასმენინე გზაში!ეს კოჭლი სადღა მოგყავს?
-კვერცხს ქე დობს და სილამაზის კონკურსზე მაგას არავინ გეიყვანს,საცა აგენი,იქაც მაგი,ერთად არიენ გაზრდილები.არ შეგაწუხებენ დია,ჭმულები არიენ და წყალი ქე აქვთ ნასმი,სამაგიეროდ ქალაქში კვერცხი გექნება.
თვალწინ დამიდგა დედაჩემის სასოწარკვეთილი სახე ქათმების დანახვაზე,ვიცოდი ხმას არ ამოიღებდა- უდიდეს პატივს ცემდა დედამთილს.
-უიმე კარალიოკი,კარალიოკი ჩამოკრიფეთ ნენა!
-აღარაა ადგილი,არ გესმის ადამიანო?-გაცხარდა ბიძაჩემი
-კაი ახლა,ნუ იცი გაჯიუტება.ორი კარალიოკი ერთ კვერცხს უდრის,ოთხი კიდო-ერთ ქათამს-გაანათლა ბებომ ბიძაჩემი.
-მერე რას აქოთებიებ აქაურობას ამ ქათმებს,გაუშვი კარალიოკი,სუფთაცაა და სარგებლიანიც-იხუმრა ბიძაჩემმა.
-ნუ წაგიგრძელებია ენა,კარქათ მიირთმევდი გუშღამ კეციაზე შემწვარს!აწი რომ ჩამოხვალ-დაგიკლავ კარალიოკს!-დაპირდა ბებია.
.....საოცარი სითბო,სიყვარული და სინაზე იგრძნობოდა ბებოს სიფიცხეში.თვალის კუთხეებში გაწოლილი ნაოჭებიდან ალერსი იცქირებოდა.ერთხელ კიდევ შემოუარა ეზო-გარემოს,ხეებს დამჭკნარი ხელები,სახლს სევდიანი მზერა შეავლო,ჭიშკარი გამოუგდო და დარჩა სოფელში გული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს