ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2016


სტატუსი: მოქალაქე

(გაგრძელება)
კლასში ნამდვილი თავსატეხი, ორი ტყუპი ძმა სწავლობდა.
ჯერ ერთი, მე მათ ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი.
ვერასდროს ვერ ვარჩევდი.
წარმოგიდგენიათ  წყლის ორი წვეთი?
შეიძლება ერთს დაარქვა ლაშა და მეორეს გიორგი?
მხოლოდ ერთხელ, როცა სახეზე ზელიონკა ესვა, გავარჩიე ...
მაგრამ ზელიონკიანი ლაშა იყო თუ გიორგი, ის ვერ გავარკვიე.
ეს დროებითი განსხვავება რამდენიმე კვირას გაგრძელდა.
მერე ვიპოვე გამოსავალი და მათ ლაშაგიო დავარქვი .
მეორეც,
ისინი  ჭიდაობდნენ. მოჭიდავე ბავშვი კი საკლასო ოთახში მოჩხუბარი მოსწავლეა.
ხან მერხი იყო მაღლა და ხან ისინი დაბლა...
მესამეც...
კინკლაობდნენ ერთმანეთში და ყველა სიტყვაში მეკინკლავებოდნენ მეც.
თუ  ვიტყოდი
- ხვალ ბავშვებო, მშობელთა კრებაა_ყველა გისმენდა და გეთანხმებოდა
-ხვალ დედაჩემი ვერ მოვა-რომც  მოსულიყო დედამისი, მაინც გეწინააღმდეგებოდა ლაშაგიოდან ერთერთი.

- ბავშვებო, ზაურის ბებია გარდაიცვალა, ყვავილების ფული მოიტანეთ, ოც-ოცი თეთრი და მარშრუტკის ფულიც...
- კლასში ცხრამეტი ვართ, სამი  და ოთხმოცი რად უნდა ყვავილებს, სამი ლარიც ეყოფა, ფული რომ დარჩება, ვის დარჩება?
მე და გიო მხოლოდ ოცს მოვიტანთ-წინააღმდეგობას იწყებდა  ლაშა...

- ექსკურსიაზე  მივდივართ ყაზბეგში
-აუ მე რომ ზუგდიდში მინდოდა?-ტრაექტორიის მანიშნებელი ისარს  ცვლიდა  გიორგი.
მერე მე ვიწყებდი მათთან ახსნას...
მერე ისინი იწყებდნენ კამათს და ასე, დაუსრულებლად...დაირეკებოდა ზარი, გავიჯახუნებდი კარებს გაბრაზებული და
სამასწავლებლოში შესვლამდე  აპილპილებული მივდიოდი.

_ლაშა, გაკვეთილი! -გამოდიოდა დაფასთან და  ყვებოდა, მაგრამ  რომელი ყვებოდა, არ იცოდი.
თუ ერთი ცუდად მოიქცეოდა, მეორე ჩხუბს  დაუწყებდა.
_დედას ვეტყვი იცოდე...წუხელ გვიანამდე რომ იჯექი კომპიუტერთან.
გაუქანებდა მეორე და თხლიშავდა.
თხლეშა მასე არ უნდაო_გაუქანებდა პირველი და...
ლომების მომთვინიერებელივით ჩავდგებოდი მათ  შუაში და ვაშველებდი, ქამანდიღა მაკლდა...

წაიყვანდი დირექტორთან  ანდა  დაუწერდა ოქმს მანდატური:
მაშინვე დაიცავდნენ  ერთმანეთს და ამას ისე  გააკეთებდნენ, თვითონ შეგრცხვებოდა.


ყაზბეგში ექსკურსიაზე ორივემ ცალცალკე  ამოალაგა საგზალი...
რომ ვკითხე, სხვადასხვა წამოიღეთ მეთქი?
- მე ბადრიჯანი მიყვარს და მაგას ეკალაო.
ერთს ფული დააკლდა საყიდლად და მეორემ არ ასესხა,,,ხომ გქონდა შენი ფული  შენო...ვიღაც სხვამ ასესხა და აყიდინა.

დიდ თავისტკივილში ვიყავი და არა მარტო მათ გამო!


ერთ დილას გიგა თავგადაპარსული მოვიდა. გვერდებზე  თმები აეხოტრა და შუაში თუთიყუშივით  ზოლად დაეტოვებინა.
ამ ვარცხნილობას რა ქვია არ ვიცი.
მე  მომეწონა, მოვუწონე.
მომწონს, ახალგაზრდა მუდო რომ არაა.
მაგრამ თურმე თვალში ცუდად მოხვდა მანდატურების უფროსს და დამიბარა:
საუბარი ისე შორიდან დამიწყო,ერთი ფიქრი ის ვიფიქრე, ხომ არ მეთამაშებათქო.
არადა, ზუსტად მაგ "პრიჩოს" გამო ვყავდი დაბარებული.
წასვლამდე ბიჭებს ვუთხარი, მიბარებსთქო.
-მასწ, თუ რამეს გეტყვით, ხვალ ყველა ბიჭს მასე გვექნებაო.
ვიცოდი, მასე იქნებოდა.

საუბარი ტაქტიანად წავიდა. ბევრი ვილაპარაკეთ ახალგაზრდების შინაგან და გაუზარებელ, ქვეცნობიერ პროტესტზე და
მალევე მივხვდი, ეს კაცი "წამოვაგე".  საუბარში უკვე ჩემი და გიგას მხარეს იხრებოდა.
მე ვუთხარი, გიგა მხატვარია და თავისი სამყარო აქვს, ამით ცდილობს თავი დაიმკვიდროს და ნუ გაგვიკვირდება თქო.
მერე დამემშვიდობა და...

სანამ კაბინეტიდან გამოვიდოდი, სამი მათგანი უკვე პარიკმახერთან ყოფილა...
მეორე დღეს ქალაქში ოთხი "პაპუგაი"დადიოდა...
მანდატურთუხუცესს მეორედ აღარ დავუბარებივარ...

სამ კვირაში ბიჭებს თმები წამოეზარდათ და...მაგრამ ტატუირება  გაიკეთეს...

(რას იზამ, ძნელია მეგობრობა და მასწავლებლობა ერთდროულად...)



          რახათლუხუმი.

ერთხელ საუბარში წამომცდა, რახათლუხუმი მიყვარს მეთქი, უფრო სწორად, სტუდენტობისას ვჭამდით მეთქი.
 
ყველა , ვისაც მოვენატრებოდი, სახლში რახათლუხუმით ხელდამშვენებული მოდიოდა.
მეც  უკან არ დავიხიე და ...მადლობები ვაფრქვიე...

ბავშვებმაც იფიქრეს, მასწავლებელს სხვა არაფერი უყვარსო.

მარიამობა იყო, სკოლა ჯერ არიყო დაწყებული და  გიორგიმ, მეტსახელად "დედუნამ" დამირეკა.
-მასწ, თქვენი ნახვა მინდა და სახლში თუ ხართო.
გამეხარდა და დავპატიჟე.
ცოტა ხანში მირეკავს, მთელი ქალაქი შემოვიარე და რახათლუხუმი ვერ ვიშოვე ვერსადო.
ვიფიქრე, ახლა უნდა დავაღწიო თავი ამ გაუგებრობასთქო:
- შოკოლადი არსადაა ?- სიცილით ვუთხარი.
ჯერ შეცბა, შევატყე, გაუკვირდა, მერე თვითონაც ბევრი იცინა და  როცა  მოვიდა, იმდენი შოკოლადი დავახვედრე, საკონდიტრო
წარმოების დეგუსტაცია ჩავატარეთ.

იმის მერე რახათლუხუმი მართლა არ მიჭამია. ნეტა სად "გაწყვა" ?

(გაგრძელებას დავწერ კიდო )


















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები