ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
8 მაისი, 2016


თარგმანი მეგრულიდან

ვერ მიდგამ კიბეს ცარგვალზე,
ვერ გადებ ზღვაზე ხიდსაც,
ვერც დაბადებას გადაწევ,
ვერც შეცვლი ბედის ტრიალს.
ვერც აიცილებ ნავარდით,
სიკვდილს კარებთან მომდგარს,
ვერც მოწყვეტ ვარდს იანვარში,
რომც გქონდეს დიდი ნდომა.
სხვა ჩარა რადგან არ არის,
იცხოვრე ამა სოფლად.

8 მაისი, 2016 წ.





გიორგი ხულორდავა:

ცაშა კიბე ვემიდგინე,
ზღვაშა ბოგა ვენიდგინე,
დაბადება ვეგნიკინე,
დო ჭარაშა ვემკირთინე.
მუდგა გილაჯირითე,
ღურა ვემკიჩილითე
გურ გაფუდას მუშო გოკო
ვარდ ვეწილე იანარს.
შარა ვაიღ ვედინტირე
დინტირიას ქიანას.


პწკარედი - გიორგი ხულორდავასი

ცას კიბე ვერ მიედგმება,
ზღვაზე ხიდი ვერ გაიდება.
დაბადება ვერ გადაიწევა
და ბედისწერა ვერ შეიცვლება. (ვერ მიიქცევა, ვერ მიბრუნდება)
რაც არ უნდა იჯირითო (ილაღო)
სიკვდილს ვერ აიცდენ.
გულითაც რომ მოისურვო, რისთვის გინდა (რა აზრი აქვს),
იანვარში ვარდს ვერ მოწყვეტ,
სხვა გზა არა, რომ დაეტიო
წუთისოფელში.

კომენტარი (!!!) "დინტირიაშ ქიანა" მეგრულად ნიშნავს წუთისოფელს. სიტყვასიტყვით დაახლოებით ასე ითარგმნება: "რომ უნდა დაეტიო, იმის ქვეყანა". ზედა სტრიქონში კი"ვედინტირე"-ა გამოყენებული. ანუ სიტყვათა ერთგვარი თამაშია და ამაში მთელი "მუღამი" ამ ლექსისა!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები