ნაწარმოებები



ავტორი: ჰოჰ
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2016


ოხერი პოეტი

სულის თქმა უნდა
სულ უნდა გითხრას
ქარი აყრიდა მიწას და
ქარი ატეხდეა რისხვას.
სხვა ვინმე იყო იმ წამს,
ძვლებსაც უხვრეტდა ყინვა
მაინც ვინ იყო ოხერი
ან ვინ არის და რის სწამს?!
წინ ნაბიჯს ადგამს ჯიქურ,
ქარი მეჯლისზე იწვევს,
გიჯთა ფერხულიში აბამს.
გულის თქმა უნდა კიდევ,
გულით სურს თქმა იმ მიწის
გზად რომ ნაბადად იხვევს.
სხვა ვინმე არის დღესაც
სხვა ვინმე არის მუდამ,
მაინც ვინ არის ოხერი ან
რა არის და რის სწამს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები