ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2016


არქივიდან

ნუ გეშინია,
მარტოობას მიჩვეული ვარ.
შენ ის მითხარი,
ერთად ყოფნა რანაირია.
ამინდმა წვიმა მოიმარჯვა, მზეს ველოდები,
სხივები მინდა, თორემ სულ მთლად გადაირია
გული.. თან ვდარდობ,
შენი ერთი მზერაც მეყოფა
და ღიმილსაც თუ გაიმეტებ, უკეთესია.
როგორც გითხარი,
მარტოობა ჩემი დედაა
შენი ნახვა კი - ჩემი მხსნელი, ჩემი მესია.
თმაზე, მკლავებზე
გამეტებით მაწვიმს, ვსველდები,
გულს გაძლევ,
მთელ გულს უსასყიდლოდ გითმობ, გთავაზობ.
ალბათ, იგრძნობ და მოლოდინით შემეგებები,
იქნებ შენც გინდა
დღეები რომ გაგილამაზო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები