ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
11 მაისი, 2016


Михаил Юрьевич Лермонтов - Не привлекай меня красой!

მიხეილ ლერმონტოვი -
ნუ მიმიზიდავ შენი მშვენებით!

ნუ მიმიზიდავ შენი მშვენებით!
დამიბერდა და ჩამიქრა სული.
სულ სხვა მზერაა ეს ბოლო წლები
ჩემს გონებაში  ამოტვიფრული.

გადავივიწყე სამყარო მისთვის,
ამ დაუვიწყარ წუთების გამო;
დავხეტიალობ ვითარცა მწირი,
გულჩათხრობილი და მარტოდმარტო!

როგორც ყარიბი წყვდიადში ღამის,
როცა თვალს მოკრავს მოარულ კიაფს,
აედევნება... დაიჭერს ლამის...
წაბარბაცდება უფსკრულის პირას.

11 მაისი, 2016 წ.



Михаил Юрьевич Лермонтов - Не привлекай меня красой!


Не привлекай меня красой!
Мой дух погас и состарелся.
Ах! много лет как взгляд другой
В уме моем напечатлелся!..

Я для него забыл весь мир,
Для сей минуты незабвенной;
Но я теперь как нищий сир,
Брожу один как отчужденный!

Так путник в темноте ночной,
Когда узрит огонь блудящий,
Бежит за ним... схватил рукой...
И - пропасть под ногой скользящей!..

1829 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები